შსს-მ 37 მილიონი ლარის ნარკოტიკი გაანადგურა
შსს ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო ღონისძიებების შედეგად ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა, რომელთა საერთო ღირებულება „შავ ბაზარზე“ დაახლოებით 37 მილიონ ლარზე მეტია.
საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები ნარკოტიკებსა და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის წევრების თანდასწრებით, ეტაპობრივად ანადგურებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ წელს გაანადგურა:
• 23 კილო და 759 გრამი „ჰეროინი“;
• 12 127 ტაბლეტი „სუბუტექსი“;
• 9 კგ კოკაინი;
• 220 გრამი „მდმა“;
• 347 გრამი „მეტადონი“;
• 1 ტონა და 655 კგ კანაფი;
• 1 ტონა და 15 კგ „მარიხუანა“;
• „მდმა“- ს შემცველი 1000 ტაბლეტი;
• 367 კაფსულა/ტაბლეტი „ტრამადოლი“;
• „მეტადონის“ შემცველი 125 ტაბლეტი;
• 896 გრამი კანაფის ფისი;
• 229 გრამი „ალფა პვპ“;
• 679 კაფსულა „პრეგაბალინი“;
• 260 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება;
• 580 კაფსულა „ფსევდოეფედრინი“.
სამართალდამცველებმა უკანონო ბრუნვიდან ნივთმტკიცებად ამოღებული ნარკოტიკები გარემოსდაცვითი თანამედროვე სტანდარტების დაცვით, მაღალტემპერატურულ ღუმელში გაანადგურეს.
კომენტარები