fbpx
რჩევებიშეუცნობელი

რის ჩუქება არ შეიძლება ახალ, 2022 წელს – აკრძალული ნივთების „შავი სია“

საახალწლოდ ყველა ცდილობს, ახლობლებს სამახსოვრო საჩუქარი გაუკეთოს. ახალ, 2022 წელს, რომელიც ვეფხვის ეგიდით ჩაივლის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, არჩევანი საჩუქარზე სწორად შევაჩეროთ.

შესანიშნავი ტრადიციაა ახალ წელს საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების მომზადება. ასტროლოგები გვირჩევენ, გავითვალისწინოთ ახლობლების სურვილები და, ამასთან, გავეცნოთ საჩუქრების იმ სიას, რომელთა ჩუქება ვეფხვის წელს ნამდვილად არ ღირს.

ბასრი საგნები. დანების ნაკრები და სხვა მსგავსი ბასრი საგნების ჩუქება ახალ, ვეფხვის წელიწადს უადგილოა და მას მრავალი პრობლემის მოტანა შეუძლია, ამიტომ ჯობს, საჩუქრისთვის სხვა რამ შეარჩიოთ.

ცარიელი საფულე. თუ საფულის ჩუქება გაქვთ საახალწლოდ გადაწყვეტილი, ის ცარიელი არ უნდა იყოს – აუცილებლად ჩადეთ მასში ფული, წინააღმდეგ შემთხვევაში იმ ადამიანს, რომელსაც საფულეს აჩუქებთ, ფულთან დაკავშირებით პრობლემები ელოდება.

ჰიგიენის საშუალებები. უადგილოა ახალი წლისთვის პირსახოცების, შამპუნის, შხაპის გელის ჩუქება. ისინი განწყობას დიდად არ აამაღლებს, ხოლო ვეფხვის წელს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოტანა შეუძლია.

სუვენირები. მრავალრიცხოვანი ფიგურები და საახალწლო ატრიბუტები ყველას აქვს და ეს მარაგი წლიდან წლამდე ივსება. მისი გადაყრა გვენანება, არადა, სახლშიც ხშირად მტვრის ბუდე ხდება. დიდი ალბათობით, ვეფხვი ასეთ საჩუქარს ნაკლებად დააფასებს.

მავნე ჩვევებთან დაკავშირებული საჩუქარი. საჩუქრებს, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საფრთხეს ითვალისწინებს, 2022 წელს ტაბუ ადევს. თამბაქოს ნაწარმი, სპირტიანი სასმელები – ამათი ჩუქება ახალ წელს არ შეიძლება, რათა არ განვარისხოთ წლის მფარველი და არ ვავნოთ ახლობელ ადამიანებს. ამას აჯობებს, ისეთი საჩუქარი გავუკეთოთ ახლობლებს, რაც ჯანმრთელობას წაადგება, მაგალითად, სპორტდარბაზის, საცურაო აუზის და სხვ. აბონემენტი.

sputnik-georgia.com

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close