„მას თავი არ მოუკლავს, მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს“ – იტალიაში გარდაცვლილი ემიგრანტის შესახებ თეონა ბოტკოველი წერს
სოციალურ ქსელში 2 დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იტალიის ქალაქ ფლორენციაში გარდაცვლილი ქართველი ემიგრანტის შესახებ. წერდნენ, თითქოს ქალმა თავი მოიკლა, იმ სახლის მე-8 სართულიდან გადმოხტა, სადაც მუშაობდა. გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა: ნინო ბაშარული, რომელიც ოჯახში მუშაობდა, უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში თეონა ბოტკოველი წერს:
„მეგობრებო, ჩემო ემიგრანტებო, სამწუხაროდ, დაუზუსტებელი და მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს საემიგრაციო ჯგუფებმა ფლორენციაში გარდაცვლილი ემიგრანტის ნინო ბაშარულის შესახებ, რომელსაც მე პირადად ვიცნობდი ჩემი ჯგუფიდან. გარდაცვალების ფაქტს ვადასტურებ, მაგრამ მას თავი არ მოუკლავს, ოჯახი სადაც მუშაობდა ნინო, პოლიცია და ჩვენი საელჩო ადასტურებენ, რომ ეს იყო უბედური შემთხვევა, მას ფეხი აუცურდა სველ ფილაზე და გადმოვარდა მერვე სართულიდან. გთხოვთ გაავრცელოთ სწორი ინფორმაცია და ყველგან, სადაც ნახავთ პოსტს მის თვითმკვლელობაზე, მოსთხოვოთ პოსტის ავტორს, წაშალოს და მის მეგობრებს მოგვცენ საშუალება ვილოცოთ მისი სულისთვის. ვწუხვარ და ვიზიარებ ოჯახის,მეგობრების ამ დიდ ტრაგედიას, უფალმა ნათელში ამყოფოს ნინო შენი ლამაზი სული“.
nostal.ge მწუხარებას გამოთქვამს ნინო ბაშარულის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს მის ოჯახს, მეგობრებს და ახლობლებს.
კომენტარები