fbpx
მსოფლიოსპორტი

ლიონელ მესის ბარსელონაში სასტუმროს უნგრევენ, რომელიც 30 მილიონ ევროდ შეიძინა

ფრანგული PSG-ს არგენტინელ ვარსკვლავი, ლიონელ მესი, რომელმაც ახლახან თავისი მეშვიდე „ოქროს ბურთი“ მიიღო, ნამდვილ შარში გაეხვია: ბარსელონის ხელისუფლებამ ქალაქში არსებული მისი კუთვნილი სასტუმროს დანგრევის გადაწყვეტილება მიიღო. 77-ნომრიანი შენობის დანგრევის მიზეზი სტანდარტებთან შეუსაბამობაა. ამის შესახებ მედია კატალონიურ გამოცემა elconfidencial-ზე დაყრდნობით წერს.

სასტუმრო Cirges-ში სანაპიროს მეორე ზოლშია განლაგებული, 50 მეტრის დაშორებით, ის „კამპ ნოუს“ სიახლოვეს მდებარეობს, სადაც მესი წლების განმავლობაში გამოდიოდა  „ბარსელონას“ მაისურით და მსოფლიო აღიარება მოიპოვა.

მესიმ სასტუმრო MiM Sitges-ი ბარსელონაში 2017 წელს შეიძინა დაახლოებით 30 მლნ ევროდ. მაშინ მას არ ჰქონდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალაქის ხელისუფლება კონსტრუქტორს შენობის სამშენებლო ნორმებთან შეუსაბამობას ედავებოდა და უკვე აპირებდა შენობის დემონტაჟს. სასტუმროს აივნები მეტისმეტად დიდია, კონსტრუქციაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში კი არსებობს საფრთხე, რომ შენობა სულაც ჩამოინგრეს. გავრცელებული ცნობით, დადგენილ სტანდარტებს არც სასტუმროს სახანძრო უსაფრთხოების გეგმა აკმაყოფილებს.

ლიონელ მესი „ბარსელონაში“ 2003-2021 წლებში გამოდიოდა და მის შემადგენლობაში ყოფნისას 10-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, 7-ჯერ – ესპანეთის თასის, 8-ჯერ – ესპანეთის სუპერთასის მფლობელი, 4-ჯერ კი ჩემპიონთა ლიგაში გაიმარჯვა. მესი 2021 წლის აგვისტოდან ფრანგული კლუბის – „პარი სენ-ჟერმენის“ ღირსებას იცავს. მან უკვე მიიღო მონაწილეობა გუნდის 13 სხვადასხვა დონის მატჩში და 4 გოლი გაიტანა, ხოლო 3 საგოლე პასი გადასცა თანაგუნდელებს.

ცნობისათვის, ლეო მესი იბიცასა და მაიორკაზეც ფლობს სასტუმროებს, რომლებიც Majestic Hotel Group-ის შემადგენლობაშია.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close