საზოგადოებაnews
ქუთაისში გოლიათი ბავშვი დაიბადა
ქუთაისის კლინიკა „ბომონდში“ გოლიათი ბავშვი დაიბადა. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკა „ბომონდი“ Facebook-ზე ავრცელებს.
მათივე ცნობით, პატარა მოსე ორსულობის 36 კვირაზე გაჩნდა, წონით, 5 კილოგრამი და 100 გრამი, 57 სმ.
„17 ნოემბერი .ბედნიერი დღე. მოსე ბიჭი მოევლინა ქვეყნად 5.100 57სმ. 36კვ… მინდა ხმამაღლა განვაცხადო ეს ადამიანი ჩემი გმირია – ირინა უგლოვა უღრმესი მადლობა მას. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ფატი კალატოზიშვილს. მინდა მადლობა გადავუხადო კლინიკის ყველა თანმშრომელს. ინტენსიურის განყოფილებას, მელოგინეებს, ფიზიოლოგიის გოგონებს . ყველას უღრმესი მადლობა, ბომონდის კლინიკას საუკეთესო თანამშრომლობა აქვთ საუკეთესო გუნდი ჰყავს. თქვენით ძალიან მეამაყება“, – წერს პატარა მოსეს დედა.
კომენტარები