საქართველო

რა არის ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი და რა უპირატესობას ანიჭებს ის მოქალაქეებს

ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილების უფლების ხელშეწყობის მიზნით, ევროკომისიამ საქართველოში გაცემულ კოვიდ-სერტიფიკატები აღიარა.

რა არის ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი

ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატი არის მტკიცებულება, რომ პირი არის აცრილი „კოვიდ-19-“ის საწინააღმდეგო ვაქცინით; ან აქვს კოვიდ-ტესტის უარყოფითი პასუხი; ან გადატანილი აქვს (გამოჯანმრთელდა) „კოვიდ-19“.

რა უპირატესობა აქვს ევროკავშირის ციფრულ კოვიდ-სერტიფიკატს

ევროკავშირის მიერ მესამე ქვეყნებში გაცემული ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის აღიარება ნიშნავს იმას, რომ მესამე ქვეყნების მოქალაქეებს შეეძლებათ ისარგებლონ იმავე სამოგზაურო პირობებით, რითაც სარგებლობენ ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის მქონე პირები.

ევროკავშირის ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის მქონე (სრულად ვაქცინირებული) პირები თავისუფლდებიან მოგზაურობასთან დაკავშირებული ტესტირების ან კარანტინის პირობებისგან ევროკავშირის მიერ ავტორიზებული ვაქცინის ბოლო დოზის მიღებიდან 14 დღის შემდეგ (ასევე, „კოვიდ-19“-სგან გამოჯანმრთელებულ პირები, რომლებმაც მიიღეს ორდოზიანი ვაქცინის ერთი დოზა).

როდესაც მოგზაური შედის EU+ ტერიტორიაზე (შენგენის ტერიტორია და შენგენთან ასოცირებული 4 ქვეყანა: ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და შვეიცარია), სერტიფიკატის გამოყენება შეუძლია კულტურულ ღონისძიებებზე, ღირშესანიშანოებების მოსანახულებლად ან სხვა აქტივობებისთვის, სადაც ციფრული კოვიდ-სერტიფიკატის წარდგენა აუცილებელია.

თუ პირი აცრილია ევროკავშირში არაავტორიზებული ვაქცინით, მოგზაურობამდე მან უნდა გადაამოწმოს იმ ვაქცინათა სია, რომლებიც დაშვებულია შესაბამისი წევრი სახელმწიფოს მიერ.

ინფორმაციას მთავრობის სტრატკომი ავრცელებს.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close