fbpx
რას არ გაიგებ/ფაქტებისაზოგადოება

ბავარიაში წვეროსანთა ჩემპიონატი გაიმართა (ფოტო)

გასულ უქმეებზე ბავარიის ქალაქ ეგინგ ამ ზეს (Eging am See) შემოგარენში წვეროსანთა ჩემპიონატი გაიმართა. მასში მონაწილეობის მიზნით ბავარიაში მსოფლიოს 9 ქვეყნიდან 100-ზე მეტი წვეროსანი ჩავიდა ორიგინალური, მოვლილ-ნალოლიავები წვერ-ულვაშით, მათ შორის, იტალიიდან, ისრაელიდან, ნიდერლანდებიდან, შვეიცარიიდან და სხვ.

ეგინგ ამ ზეში ყოველწლიურად ორი დიდი შეჯიბრი ტარდება წვეროსანთა შორის – გერმანიის პირველობა და ოლიმპიადა. უკეთესს რას ნახავს კაცი!

მონაწილეობა შესაძლებელია 19 კატეგორიაში, მათ შორის არის: „დალი“, „კაიზერის მსგავსად“, „მუშკეტერი“, „ვერდის წვერი“, „ფართო წვერები“ და სხვ.

მთავარი მოთხოვნაა, რომ წვერი კარგად მოვლილი იყოს, ჟიური ყურადღებას აქცევს თანაბარ ბოლოებს და წვერის ორიგინალობას.

ეს კრისტიან ფეიხტია (Christian Feicht), რომელმაც წელს გაიმარჯვა ნომინაციაში – თავისუფალი სტილი.

ეს კი 2016 წლის ჩემპიონატში გამარჯვებული ვოლფგანგ ფიურსია (Wolfgang Führs).

ნინო ხოშტარია

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close