პოლიტიკასაქართველო
გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებების შენობებზე დროშები დაუშვეს
2021 წლის 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად საქართველოში 11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო დროშა დაეშვა ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. დაიღუპა ცხრა და დაშავდა ერთი ადამიანი. შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა.
კომენტარები