საბერძნეთში არალეგალურ მიგრანტებს დროებით Α.Μ.Κ.Α.-ს მისცემენ ვაქცინაციისთვის
დეპორტაციისგან დროებითი დაცვის შესაძლებლობას აძლევს საბერძნეთის კანონმდებლობა დევნილებს და მიგრანტებს, რომლებიც ქვეყანაში დოკუმენტების გარეშე, არალეგალურად იმყოფებიან იმისათვის, რომ მათ აცრა ჩაიტარონ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ათანასიოს პლევრისმა სატელევიზიო არხ ANT1-თთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, შესაბამისი დადგენილება საშუალებას მისცემს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებიც საბერძნეთში არალეგლურად იმყიფებიან, მიიღონ დროებითი საინდეფიკაციო ნომერი Α.Μ.Κ.Α. სპეციალურად ვაქცინაციის ჩატარებისთვის (προσωρινό Α.Μ.Κ.Α. ο εμβολιασμός μεταναστών και προσφύγων χωρίς χαρτιά).
დროებითი „ამკა“ მათ დეპორტაციისგან იცავს. ბრძანებულება შემუშავებულია საიმიგრაციო პოლიტიკის სამინისტროსთან ერთად. ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ის კანონპროექტში იქნება ჩართული.
ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში არსებული ზოგადი მდგომარეობის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ ჩრდილოეთ საბერძნეთში ვაქცინაციის დონე საშუალოზე დაბალია, ხოლო ატიკის რეგიონში ჰოსპიტალიზაციის რაოდენობა მცირდება, თუმცა ეპიდემიოლოგები ამბობენ, რომ „სიხარული ჯერ ნაადრევია“, რადგან ჯერ არ გამოჩენილა სკოლების გახსნის უარყოფითი ეფექტი.
არსებული ინფორმაციით, საბერძნეთში მოზრდილი მოსახლეობის 71% ვაქცინირებულია (ეს მაჩვენებელი ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის მონაცემებზე დაბალია – მაგ., როგორიცაა იტალია, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი 80%-ს აღწევს, აგრეთვე, ესპანეთში, ანალოგიური მაჩვენებლით).
რაც შეეხება არავაქცინირებულებს, მინისტრის თქმით, აქ ჩამოყალიბდა ერთგვარი „ბირთვი“ შეთქმულების თეორიით. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებიც, როგორც ჩანს, ვაქცინაციასთან დაკავშირებით აზრს არ შეიცვლიან. თუმცა ბატონი პლევრისი ფიქრობს, რომ მათი 15-20%-ის დარწმუნებას მაინც შეძლებენ, რათა აცრა გაიკეთონ და საკუთარი და სხვების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დაიცვან.
ამასთან, ოფიციალური მონაცემებით, საბერძნეთში ვაქცინირებულია სამედიცინო მუშაკების 80%, აგრეთვე, იმ პერსონალის 95%, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ჯგუფებთან მუშაობენ (როგორებიც არიან ხანდაზმულთა სახლების ბინადრები).
ნინო ბაჯელიძე
დროებითი Α.Μ.Κ.Α.-ს მისაღებად შედით ოფიციალურ საიტზე და შეავსეთ სპეციალური ფორმა.
საიტის მისამართია: https://emvolio.gov.gr/pamka?fbclid=IwAR3WAVZ5wwaHZy084tEjqvq6Y7nND9FSFbaTcv1bF5gjnZRQ2d67JS5vpfk
კომენტარები