პოლიტიკასაბერძნეთი
თურქმა გენერალმა საბერძნეთზე იერიშის გეგმა გაამხილა
საბერძნეთთან ომის შემთხვევაში თურქეთის მთავარი სახმელეთო სამიზნე ქალაქი თესალონიკი იქნება, – განაცხადა გადამდგარმა თურქმა გენერალმა ერდოღან ყარაყუშმა (Erdoğan Karakuş).
მეზობელ ქვეყანასთან სავარაუდო კონფლიქტის შესახებ გადამდგარმა თურქმა სამხედრომ პოლიტიკური დებატებისას ისაუბრა ტელეარხ CNN-ზე.
მან განაცხადა, რომ საბერძნეთმა, როგორც აშშ-ის მოკავშირემ, თავის ტერიტორიაზე აშშ-ის 20 სამხედრო ბაზა განათავსა. ერთ-ერთი მათგანი მდებარეობს თრაკიაში, ქალაქ ალექსანდრუპოლისთან. ყარაყუშის თქმით, ეს ფორპოსტი მთლიანად აღჭურვილია და მზადაა იმისათვის, რომ თურქული ჯარის სახმელეთო ოპერაციის ბლოკირება მოახდინოს.
თავის მხრივ, ათენი შეეცდება სტამბოლის აღებას, – მიიჩნევს სამხედრო მოსამსახურე.
sputnik-georgia.com
კომენტარები