fbpx
ტექნოლოგიები

IPHONE-ი დეპრესიის დიაგნოსტირებას „ისწავლის“

IPhone-ის მწარმოებელი კომპანია Apple გეგმავს შექმნას ტექნოლოგია, რომელიც მომხმარებლებში დეპრესიას და ფსიქოლოგიურ პრობლემებს გამოავლენს. ამის შესახებ The Wall Street Journal-ი წერს.

როგორც გამოცემა წერს, Apple-ი ამ საკითხზე კალიფორნიის უნივერსიტეტთან და ფარმაცევტულ კომპანია Biogen-თან თანამშრომლობს.

ახალი პროექტის კვლევის ფარგლებში, რომლმაც სტარტი 2020 წელს აიღო, კომპანიის სპეციალისტებმა IPhone-ს და Apple Watch-ის დახმარებით მონაცემები 150 მოხალისის შესახებ შეაგროვეს. 2021 წლის ბოლომდე კომპანია გეგმავს, კვლევაში კიდევ 3000-მდე მოხალისე ჩართოს.

მომავალი პროექტი ფარმაცევტულ კომპანია Biogen-ს უკავშირდება, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობას.

imedinews.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close