საზოგადოებასაბერძნეთი
საბერძნეთში ანტივაქსერი სასულიერო პირის მიმართ გამოძიება დაიწყო
საბერძნეთის ქალაქ თესალონიკის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სასულიერო პირის მიმართ, რომელიც მრევლს მოუწოდებდა, არ აცრილიყვნენ. ამის შესახებ გამოცემა Ekathimerini წერს.
გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც სასულიერო პირის შესახებ ერთ-ერთმა ადგილობრივმა საინფორმაციო სააგენტომ დაწერა. ადგილობრივების ინფორმაციით, სასულიერო პირი უარს ამბობდა პირბადის ტარებასა და დისტანციის დაცვაზე, მრევლს კი აცრილებად და აუცრელებად ყოფდა.
როგორც ცნობილია, საბერძნეთში ყველა დასაქმებულის ვაქცინაცია სავალდებულო გახდა, ვინაიდან ქვეყნის ვაქცინაციის დონე ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს ჩამოუვარდება.
imedinews.ge
კომენტარები