fbpx
ქართველები უცხოეთშისპორტი

კიდევ ერთი ქართველი ითამაშებს ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში

საქართველოს ქალთა საკალათბურთო ნაკრების მოთამაშე ელენე ილურიძე სპორტულ კარიერას ამერიკის კოლეჯთა ლიგის გუნდში, „ტაილერ პეტრიოტსში“ გააგრძელებს.

იგი ნატალია ოთხმეზურის შემდეგ, რომელმაც კონტრაქტი NCAA-ის პირველი დივიზიონის Southern Utah-ის უნივერსიტეტთან გააფორმა, მეორე ქართველი იქნება ამერიკის ქალთა სტუდენტურ ლიგაში. ინფორმაციას კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ქართველი მოთამაშის აყვანის შემდეგ NCAAს მეორე დივიზიონის გუნდის, Tyler Patriots-ის მწვრთნელმა რებეკა ალვიდრესმა კომენტარი გააკეთა:

​„ელენე მონდომებული კალათბურთელია. მოხარულები ვართ იმ მცველის დამატებით, რომელსაც რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში. ელენეს საერთაშორისო გამოცდილებაც აქვს  და მისი შემომატება გუნდის თავდაჯერებულობას გაზრდის“, – აღნიშნა მან.

21 წლის ელენე ილურიძის სიმაღლე 178 სმ-ია. მას შეუძლია თამაში როგორც მცველის, ისე ფორვარდის პოზიციაზე. ელენე  2017 წელს 18-წლამდე ასაკში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების ღირსებას იცავდა.

ნუცა ყაველაშვილი

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close