ნუმეროლოგია და ფულის მოზიდვა: როგორ დაგეხმარებათ ციფრები ფინანსურ კეთილდღეობაში

ნუმეროლოგია – უძველესი მეცნიერებაა, რომელიც ციფრების ენერგეტიკას სწავლობს. განსაკუთრებით საინტერესოა მისი გავლენა ფულთან დაკავშირებით. სწორად შერჩეულმა ციფრებმა შესაძლოა საგრძნობლად შეუწყოს ხელი თქვენი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ნუმეროლოგია და ფულის ენერგია – როგორ მუშაობს?
ნუმეროლოგიური პრაქტიკის მიხედვით, ციფრებს აქვთ საკუთარი ვიბრაცია, რომელმაც შეიძლება მიიზიდოს ან დააფრთხოს კონკრეტული მოვლენები, მათ შორის, მატერიალური წარმატება. ამიტომ, ფინანსური მიზნის მისაღწევად, ნუმეროლოგები გვირჩევენ:
-
აირჩიოთ თქვენთვის ხელსაყრელი ციფრი;
-
დაწეროთ ის პატარა ქაღალდზე;
-
შეინახოთ საფულეში ან ჩანთაში – და, რაც მთავარია, არავის გაუმჟღავნოთ, რომ ეს მაგიური ჩანაწერი გაქვთ.
რომელ ციფრებს აქვს ფულის მოზიდვის ძალა?
1 – დანაკარგი და ხარჯი
ციფრი 1 თითქოს წარმატების სიმბოლოა, მაგრამ ფულთან მიმართებით – არცთუ იღბლიანი. არ ისურვოთ თანხა ერთიანით – მაგალითად, 1 მილიონი. ასევე, არ არის სასურველი პროდუქტის ფასის დადგენა ერთით დაწყებული რიცხვებით, როგორიცაა 10 ან 100 – გაყიდვები შენელდება.
2 – სიღარიბე და მსხვერპლი
ორიანი დაკავშირებულია გაუმართლებელ გასესხებასთან. თუნდაც 200 ლარის გასესხება, მაგალითად, შეიძლება საბოლოოდ ზარალად დაგიჯდეთ – ან არ დაგიბრუნონ, ან ძალიან დაგიგვიანონ.
3 – ინვესტიციის ციფრი
სამიანი იდეალურია საქმიანი დანახარჯებისთვის. ეს ციფრი მიანიშნებს, რომ გადახდილი თანხა სარგებელს მოგიტანთ, თუმცა ფულის შენახვა ამ ციფრით არ არის რეკომენდებული – ინვესტიცია კი თამამად გააკეთეთ.
4 – სტაბილურობა და გამძლეობა
ოთხიანი არის ფულის შენარჩუნების სიმბოლო. თუ გსურთ, რომ მიღებული თანხა დიდხანს შეგრჩეთ – ჩაიწერეთ ეს ციფრი და საფულეში ჩაიდეთ. იდეალურია დამზოგავი ან სტაბილური შემოსავლის მოსაზიდად.
5 – რისკი და სიამოვნება
ხუთიანი განასახიერებს აზარტსა და თამაშს. თუ ბიზნესში ან ცხოვრებაში აქტიური მოქმედებებისკენ ისწრაფვით – ეს თქვენი ციფრია. ის აუმჯობესებს განწყობას და გაძლევთ თავისუფლების ენერგიას.
6 – საკმარისობის ციფრი
ექვსიანი მოიზიდავს იმდენ თანხას, რამდენიც გადარჩენისთვის გჭირდებათ – არც მეტი, არც ნაკლები. იდეალურია ძირითადი საჭიროებების დასაფარად, მაგრამ არა – მატერიალური სიმდიდრის მოსაზიდად.
7 – დაკარგვის რისკი
შვიდიანი გვთავაზობს გაფრთხილებას: თუ მასზე „დადებთ ფსონს“, შესაძლოა ფულს დაემშვიდობოთ. ის კარგია სულიერი პრაქტიკებისთვის, მაგრამ არა – ფინანსური მიზნებისთვის.
8 – სიმდიდრის მაგნიტი
რვიანი – ესაა ციფრი, რომელსაც ნუმეროლოგები „ფულის მაგნიტს“ უწოდებენ. თუ გსურთ დიდი შესაძლებლობების მოზიდვა და მასშტაბური გეგმების განხორციელება – რვიანით შექმენით თქვენი „მაგიური ქაღალდი“.¹
9 – საჩუქრები და მოულოდნელი შემოსავალი
ცხრიანი გამორჩეულად საინტერესოა მათთვის, ვინც ელოდება ფულს საჩუქრის, მემკვიდრეობის ან მოულოდნელი წყაროს გზით. ჩაიწერეთ „9“ და მოემზადეთ სასიამოვნო სიურპრიზებისთვის.
რჩევა ბონუსად
თუ კონკრეტულ თვეში (მაგალითად, აგვისტოში) გინდათ მეტი ფინანსური წარმატება, აირჩიეთ შესაბამისი ციფრი და გამოიყენეთ ის ყოველდღიურად – მაგალითად, თქვენი კომპიუტერის პაროლში, ტელეფონის კოდის ნაწილად, ჩანაწერებში ან ფულის შესანახ ადგილას.
ნუმეროლოგია არ არის ჯადოსნური ჯოხი, მაგრამ ის შეგვახსენებს, რომ ენერგია იქ მიედინება, სადაც ჩვენ ვფოკუსირდებით. ციფრები კი, როგორც უნივერსალური კოდი, ამ ფოკუსს აძლიერებენ.
***
¹როგორ შევქმნათ რვიანით მაგიური ქაღალდი ფულის მოსაზიდად
დაგჭირდებათ:
-
პატარა სუფთა ქაღალდის ფურცელი (მუქი ფერის – იასამნისფერი, მწვანე ან შავი იდეალურია, რადგან სიმდიდრესთან ასოცირდება);
-
შავი ან ოქროსფერი კალამი (შესაძლოა, მელნის ტონალობა ეფექტს ცვლიდეს, მაგრამ შავი კლასიკაა);
-
1 წუთი სიმშვიდისა და ყურადღების კონცენტრირებისთვის.
რა უნდა გააკეთოთ:
1. მოემზადეთ მშვიდ გარემოში.
მოთავსდით მშვიდად. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, როგორ დგახართ სიმდიდრის კარიბჭესთან. წარმოიდგინეთ დიდი შესაძლებლობები – არა მხოლოდ ფული, არამედ პროექტები, შემოსავლის ახალი წყაროები, გავლენიანი კავშირები, ღირსეული შემოთავაზებები.
2. დაწერეთ ციფრი 8 ისე, რომ უსასრულობის სიმბოლოს ჰგავდეს.
ანუ დაწერეთ იგი ჰორიზონტალურად: ∞;
ეს ორმაგად ძლიერია – რვიანიცაა და უსასრულობის ენერგიაც. სწორედ ეს სიმბოლო ასოცირდება ფინანსურ მდგრადობასა და კეთილდღეობის უწყვეტ ნაკადთან.
3. გარშემო შემოხაზე წრე ან ჩარჩო.
ეს ენერგეტიკულად აყალიბებს ფორმულას – შენ ქმნი დაცულ „ენერგეტიკულ კონტეინერს“, სადაც სიმდიდრის ვიბრაცია დაცულია და არ იფანტება.
4. ჩაწერე პატარა სიტყვიერი მინიშნება – სურვილი ან განზრახვა.
მაგალითად:
-
„მე ვიღებ ფინანსურ შესაძლებლობებს, რომლებსაც ჩემი კეთილდღეობისკენ მივყავარ“;
-
ან მოკლედ: „ფული მოდის მრავალი მხრიდან. მადლობელი ვარ!“
შეგიძლია მხოლოდ სიტყვა „სიუხვე“ ან „ფინანსური შემოსავლები“ ჩაწერო – მთავარია, შენთვის დამუხტული იყოს.
5. ქაღალდი სამად დაკეცე და საფულეში, ჩანთაში ან სამუშაო მაგიდის უჯრაში მოათავსე.
ნუმეროლოგიაში სამად დაკეცვა მოქმედების სტიმულთან ასოცირდება. და ყოველთვის მიაქციე ყურადღება: ქაღალდი სუფთა უნდა იყოს და სხვამ არ უნდა ნახოს.
ენერგიის გაძლიერებისთვის:
-
ყოველი თვის 8 რიცხვში ხელში დაიჭირე ეს ქაღალდი და წაუკითხე შენს თავთს ხმამაღლა ან ჩუმად შენი ჩანაწერი. ეს გაააქტიურებს ენერგიას.
-
შეგიძლია დაუმატო რამდენიმე წვეთი ეთერზეთი – მაგალითად, დაფნა ან პაჩული (ეს ეთერზეთები ფინანსურად ძლიერ მაგნიტებად მიიჩნევა).
თამთა გურული
ამავე თემაზე: ტოპ-5 პერსონალური თილისმა ფულის მოსაზიდად
კომენტარები