fbpx
მსოფლიოტექნოლოგიები

20 წლის შემდეგ ამოცნობილია 11 სექტემბრის ტერაქტების კიდევ ორი მსხვერპლი

ნიუ-იორკის სასამართლო ექსპერტიზის ინსტიტუტის ექსპერტებმა დნმ-ის სეკვენირების ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტებისას დაღუპული კიდევ ორი ადამიანი ამოიცნეს.

იდენტიფიცირებულია მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმისას დაღუპული დოროთი მორგანი, რომელიც ცენტრის ჩრდილოეთ კოშკის 94-ე სართულზე მდებარე ერთ-ერთ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობდა და მამაკაცი, რომლის ვინაობას მისი ოჯახის თხოვნით არ ასაჯაროებენ. 20 წლის განმავლობაში ამოცნობილია ნიუ-იორკში დაღუპული 2753-იდან 1647 ადამიანი.

2001 წლის 11 სექტემბერს „ალ-ყაიდას“ თვითმკვლელმა ტერორისტებმა გატაცებული თვითმფრინავებით თავდასხმები განახორციელეს ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებზე და ვაშინგტონთან მდებარე პენტაგონის შენობაზე. მეოთხე გატაცებული თვითმფრინავი, სადაც ტერორისტებს წინააღმდეგობა გაუწიეს ეკიპაჟის წევრებმა და მგზავრებმა, პენსილვანიის შტატში ჩამოვარდა. 11 სექტემბრის ტერაქტების შედეგად სამი ათასამდე ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი თავდასხმების შემდეგ აშშ-მა „ალ-ყაიდას“ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია დაიწყო ერაყსა და ავღანეთში. „ალ-ყაიდას“ ლიდერი ოსამა ბინ ლადენი ამერიკელმა სპეცრაზმელებმა 2011 წლის მაისში პაკისტანში მოკლეს.

radiotavisupleba.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close