მსოფლიოარტისტი

ჯენიფერ ლოპესის 12 მ დიამეტრის კაბა-სენსაცია და შესრულება, რომელმაც Y0UTUBE-ზე ერთ კვირაში 9 მილიონი ნახვა დააგროვა ( ვიდეო)

ამერიკელი მსახიობის და მომღერლის, ჯენიფერ ლოპესის თეთრი, ქათქათა კაბა შოუ „American Idol“-ის სცენაზე უზარმაზარ ეკრანად იქცა.

ჯენიფერ ლოპესი ცნობილ ამერიკულ შოუზე წარსდგა სიმღერით „Feel The Light“. სიმღერის დროს პოდიუმზე გადაჭიმული მისი 12 მ დიამეტრის თეთრი კაბა, ფაქტობრივად,  გაცოცხლდა და უზარმაზარ ეკრანად გადაიქცა, რომელზეც ახალი მულტფილმის კადრების ტრანსლირება დაიწყო.

მომღერალმა პრესას უამბო, თუ როგორ დაიბადა „ცოცხალი“ კაბის იდეა და რამდენად რთული იყო ამ პროექტზე მუშაობა. დიზაინერებისა და ხმის რეჟისორების, მემონტაჟეებისა და მხატვრების მთელი გუნდი მუშაობდა ამ ყველაზე წარმოუდგენელი იდეის განხორციელებაზე. ჩანაფიქრმა გაამართლა – სენსაცია შედგა და  მრავლისმნახველი ჰოლივუდის მაყურებელი გაოცებული დარჩა ჯადოსნური სანახაობით.

გასაკვირი არ არის, რომ სენსაციურმა ვიდეომ Youtube-ზე ერთ კვირაში 9 მილიონი ნახვა დააგროვა.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close