fbpx
მსოფლიოპოლიტიკა

აშშ-ის დაზვერვამ კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა

აშშ-ის დაზვერვამ კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები გამორიცხავენ ჩინეთის მიერ კორონავირუსის ბიოლოგიურ იარაღად შემუშავების შესაძლებლობას, თუმცა აცხადებენ, რომ ვირუსის წარმოშობა, სავარაუდოდ, დაუდგენელი დარჩება ჩინეთის დახმარების გარეშე.

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორის ოფისის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, პეკინი განაგრძობს გლობალური გამოძიების შეფერხებას, ეწინააღმდეგება ინფორმაციის გაზიარებას და კორონავირუსის პანდემიაში ადანაშაულებს სხვა ქვეყნებს, მათ შორის, აშშ-ს.

ანგარიშის ავტორები დამაჯერებლად მიიჩნევენ ვირუსის წარმომავლობის ორივე თეორიას, რომ „ვირუსი ადამიანებში ცხოველებიდან ბუნებრივი პროცესის შედეგად გავრცელდა, ან რომ ის გავრცელდა ჩინეთის ლაბორატორიიდან გაჟონვის შედეგად. ორი მთავარი ჰიპოთეზა კვლავ ძალაში რჩება, – აღნიშნულია ანგარიშში.

1tv.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close