ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ხუთი ყველაზე კაშკაშა ნიშანი, რომელთა შეყვარება ძალიან ადვილია

ზოდიაქოს ბევრი ნიშანი მიიჩნევა მომხიბვლელად, მიმზიდველად, მაგრამ ამ ხუთ ნიშანს ვერავინ შეედრება – მათ შეუძლიათ, ნებისმიერს შეაყვარონ თავი. ზოდიაქოს ნიშნებს შორის ეს ხუთი ნიშანი განსაკუთრებული შარმით გამოირჩევა. თითოეულს თავისი მახასიათებელი აქვს, რომლითაც ამ ნიშნების წარმომადგენლები გარშემომყოფებს აჯადოებენ და თავიანთ „სიყვარულის აბლაბუდაში“ ხლართავენ.

ვერძი

ვერძებზე კაშკაშა არავინაა, რადგან ისინი მათთან კონტაქტში მყოფი ყველა ადამიანის სიყვარულითა და ყურადღებით ცხოვრობენ. ხანდახან ვერძების საქციელი ზედმეტად აკვიატებულად გეჩვენებათ, მაგრამ მაინც ადამიანები მათ ყველაფერს პატიობენ. არ შეამჩნიო ისინი, რთულია, რადგან ნებისმიერ კოლექტივსა და კომპანიაში ყველაზე მეტად „მქუხარენი“ და „ხმაურიანები“ არიან.

მათ კიდევ ერთი პლუსი აქვთ – პატიოსნება ყველაფერში. შემთხვევით შემხვედრ ადამიანს შეუძლიათ უთხრან, რას ფიქრობენ მასზე. ვიღაც ამაზე ძალიან ნეგატიურად რეაგირებს, ვიღაცას კი ძალიან მოსწონს. ძალიან ძნელია, არ გიყვარდეს ვერძი და პატივს არ სცემდე მას, რადგან ეს ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან, მთელი სულითა და გულით უნდათ. როდესაც ისინი უყვართ, ვერძები ცხოვრობენ, ხარობენ და ბედნიერებისგან ბრწყინავენ.

ტყუპი

ტყუპები ის ხალხია, რომელთაც მჭევრმეტყველებაში აჯობო, ძალიან რთულია. მათ შეუძლიათ ილაპარაკონ ლამაზად და თან – ბევრი, მაგრამ ყოველთვის საქმეზე – არა. ისინი ამ ბუნებრიობისა და სიმსუბუქისთვის უყვართ. მათთან ადვილია ურთიერთობა, გაცნობიდან ორი წუთის შემდეგ გეჩვენება, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობ. რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის, რადგან ამ ნიშნის არცერთი წარმომადგენელი არ გახსნის თავის საიდუმლოებებს ერთბაშად.

ტყუპი სილამაზისა და მომხიბვლელობის სამყაროში „მძიმე არტილერიაა“. ისინი თითქმის ყველას უყვარდება, უმრავლესობა მათით აღფრთოვანებულია. ჩნდება მათთან ურთიერთობების სურვილი, რადგან სითბოს ასხივებენ. მაგრამ გრძნობებთან დაკავშირებით სიფრთხილეა საჭირო, რადგან ამ მხრივ ტყუპები რამდენადმე „თავქარიანები“ არიან.

ქალწული

ქალწულები ბრძენ ხალხად არიან მიჩნეულნი. ეს, ერთი შეხედვით, არაფრით უკავშირდება იმას, რომ ისინი ბევრს და თან სულ ადვილად უყვარდება. სინამდვილეში, ეს ქალწულებს ძალიან ეხმარება, რადგან გარშემომყოფებს აჩვენებენ, რომ მათ წინაშე ჩვეულებრივი ადამიანი არ დგას. ეს ადამიანები რაღაც განსაკუთრებულ, იდუმალ აურას ასხივებენ, ამიტომ პირველი შეხვედრის შემდეგ მათთან კიდევ შეხვედრის სურვილი ჩნდება.

ზოდიაქოს ამ ხუთეულში ქალწულები ყველაზე ნაკლებად უყვარდებათ, მაგრამ სწორედ მათთან დაკავშირებულ შემთხვევებში გრძნობა ღრმა და დასამახსოვრებელია. დიდი პლუსია ის, რომ ქალწულები ჭკვიანები არიან და ხანდახან – ძალზე ენამჭევრნიც, მაგრამ ბევრი ლაპარაკი არ უყვართ. მოქნილი ხასიათი აქვთ და ემპათიურები არიან.

მშვილდოსანი

შეგიყვარდეს მშვილდოსანი – რთული არაა. ამისთვის საკმარისია, სულ ერთი-ორი წუთი დაელაპარაკო, ან, უბრალოდ, დააკვირდე, როგორ იქცევა გარშემომყოფებთან ურთიერთობებისას. მშვილდოსნები მსოფლიოში საუკეთესო ფსიქოლოგები არიან. მაშინვე ესმით, როგორი დამოკიდებულებაა საჭირო ნებისმიერ ადამიანთან ან ადამიანთა ჯგუფებთან. ისინი დიდი ორატორები და ლიდერები არიან.

მშვილდოსნებმა გარშემომყოფების მიმართ შეიძლება გულგრილობაც გამოამჟღავნონ და იყვნენ საოცრად მაცდურებიც. მათ მშვენივრად იციან, რა არის ამისთვის საჭირო. თუ ვინმეს ცდუნება გადაწყვიტეს, ამას გააკეთებენ კიდეც და თან დიდი ძალისხმევაც არ დასჭირდებათ.

მერწყული

უმრავლეს შემთხვევაში ადამიანებს მერწყულების ინტელექტი უყვარდებათ. მათთან ურთიერთობა ძალზე საინტერესოა – ფართო თვალსწარიერით გამოირჩევიან. მერწყულების შეყვარების პროცესი შეიძლება ძალიან სწრაფად განვითარდეს, მხოლოდ დიალოგის დაწყებაა საჭირო. ისინი ისეთ რამეებს მოგითხრობენ, რაზეც წარმოდგენაც კი არა გაქვთ. მერწყულები გვაკვირვებენ თავიანთი უნარებით, ცხოვრებისეული გამოცდილებითა და შესაძლებლობებით.

ძალიან ადვილია მერწყულის შეყვარება, მაგრამ მზად უნდა იყოთ, რომ საპასუხო გრძნობებს არ გამოხატავენ, თუ ამის სურვილი არა აქვთ. მერწყულები ის ადამიანები არიან, რომლებიც ენერგიასა და დროს ძალიან უფრთხილდებიან. სწორედ ამიტომ ყველამ, ვისაც მერწყული შეუყვარდება, ძალ-ღონე არ უნდა დაიშუროს, რომ მისი ყურადღება მიიპყროს და საპასუხო რეაქცია დაიმსახუროს.

sputnik-georgia.com

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close