იტალიასაზოგადოება

იტალიაში კაცმა ვაქცინაციის QR-კოდის ტატუ გაიკეთა

იტალიაში კაცმა „მწვანე პასპორტის“ QR-კოდის ტატუ გაიკეთა და შედეგად თავისი კოვიდ-სტატუსის დასამტკიცებლად საბუთების წარდგენა აღარ უწევს. ამის შესახებ Mirror-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ტატუ ცნობილი ოსტატის, გაბრიელ პელერონის ნახელავია, რომელსაც Instagram-ზე 200 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. მან QR-კოდი კაცის კანზე იმდენად ზუსტად გადაიტანა, რომ მისი სკანირება შეიძლება.

სკანირების დროს კოდი ადასტურებს, რომ მის მფლობელს კორონავირუსი არ აქვს და ის ვაქცინირებულია.

„მწვანე პასპორტები“ იტალიაში ივნისში ამოქმედდა, მათ მფლობელებს ევროპაში მოგზაურობა, ხალხმრავალ ღონისძიებებში მონაწილეობა და მოხუცებულთა სახლებში შესვლა შეუძლიათ.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close