საზოგადოება

„ჩემი ძმა საიმედო ხელშია“ – ვინ ავრცელებს სიცრუეს ცოტნე გამსახურდიასთან დაკავშირებით და რას წერს გიორგი გამსახურდია

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟი გიორგი გამსახურდია თავისი ძმის, ცოტნეს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ტვიტერზე წერს. იგი ამბობს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობასთან შეკრებილი ადამიანების განცხადებები სიცრუეა და მისი ძმა საიმედო ხელშია.

„ცოტა ხნის უკან მომიწია ევროკავშირის  წარმომადგენლობის ოფისთან გავლა თბილისში, სადაც ვნახე აღუწერელი უმსგავსობა, რასაც იქ მდგომნი ჩადიოდნენ. დარწმუნებით მინდა ვთქვა, იქ გაჟღერებული ყველა თემა აცდენილია ჩემ ძმასთან არსებულ რეალობასთან, უფრო მეტიც, არის სიცრუე. ეს ხალხი კი ამ სიცრუეს ტირაჟირებენ.

ჩემი ძმა, მეუღლესთან ანისთან ერთად, 2 კვირაა რაც იმყოფება წეროვანში არსებულ თავდაცვის სამინისტროს რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც მისი გადაყვანა მოხდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის მიერ. ცოტნეს საქართველოში არსებული ყველაზე ძლიერი რეაბილიტოლოგების ხელშია და მიდის ყოველდღიურად წინ.

ყოველივე ამის შესახებ მინდოდა ცნობა და საზოგადოებას, რადგანაც ბევრ ადამიანს აინტერესებს სიმართლე და არა ის ნაბოდვარი, რაც წარმომადგენლობის ოფისთან შეკრებილი მასისგან ესმით საქართველოს მთავრობის და ჩვენი ოჯახის მისამართით.

ცოტნესთვის კეთდება საუკეთესო და იგი საიმედო ხელშია“, – წერს გიორგი გამსახურდია.

აღნიშნული ტვიტი ცოტნეს უფროსმა ძმამ, კონსტანტინე გამსახურდიამაც გააზიარა.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს ვერაზე, საკუთარ სახლთან დაჭრეს.

მას თავდაპირველად თბილისში, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ თურქეთში გადაიყვანეს; ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში კი ცოტნე გამსახურდია მკურნალობის და რეაბილიტაციის კურსს გერმანიაში გადიოდა. თურქეთშიც და გერმანიაში მას თან ახლდა მისი მეუღლე – ანა ჯაბაური.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close