პოლიტიკასაქართველო

დღეიდან საქართველოში პირბადის ტარება ღია სივრცეშიც სავალდებულო ხდება

ღია სივრცეში პირბადის ტარება დღეიდან კვლავ სავალდებულო ხდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო.

„საბჭოს გადაწყვეტილებით, დაემატა ახალი რეგულაცია, რომელიც ეხება პირბადის სავალდებულო ტარებას. დღეიდან შიდა და გარე სივრცეში სავალდებულო ხდება პირბადის გამოყენება. ჩვენ თვეების განმავლობაში ყოველთვის ვამბობდიით, თუ რამდენად ეფექტურია პირბადე ინფექციისგან დასაცავად. დღევანდელი ეპიდვითარების გათვალისწინებით მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ- ერთი ყველაზე მნიშველოვანი და ეფექტური საშუალება, რათა ჩვენ შევძლოთ და მოვახდინოთ მეოთხე ტალღის ეფექტურად დაძლევა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ერთი კვირის წინ პირბადის ტარება სავალდებულო გახდა ღია სივრცეში ისეთ ადგილებში, სადაც ხუთი და მეტი ადამიანი იკრიბება.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close