ქართველები უცხოეთში

საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ივანიშვილი აღარაა, მას ეს სტატუსი 46 წლის მიხეილ ლომთაძემ „ჩამოართვა“

ტრა­დი­ცი­უ­ლად, შავ პუ­ლო­ვერ­ში, ჯინ­სებ­სა და წი­თელ ბო­ტა­სებ­ში გა­მო­წყო­ბი­ლი მილიარდერი მი­ხე­ილ ლომ­თა­ძე მედიასა და სოციალურ ქსელებში სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს. ემოციური და დამაჯერებელი საუბრის მანერის გამო მას სტივ ჯობ­ს­ს ადარებენ. მედიამ ის „ახალ ჯობ­სა­დაც“ კი მონათლა. 

Forbes-ის თანახმად, დღეის მდგომარეობით საქართველოს უმდიდრესი მოქალაქე ყაზახური ფინტექ კომპანია KASPI-ს წილის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი მიხეილ ლომთაძე გახდა, რომლის ქონებასაც გამოცემა $5,1 მილიარდად აფასებს. ამ მაჩვენებლით ლომთაძე მსოფლიოს მეექვსასე უმდიდრესი ადამიანია.

$300 მილიონით უფრო ნაკლებია ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ქონება, რომელსაც Forbes-ი $4.8 მილიარდად აფასებს. ამ მაჩვენებლით ივანიშვილი გლობალურ რეიტინგში 631-ე ადგილს იკავებს.

Forbes-ის მილიარდერების სიას 46 წლის ქართველი ბიზნესმენი მიხეილ ლომთაძე 2020 წლის ოქტომბერში, KASPI-ის საფონდო ბირჟაზე განთავსების შედეგად შეუერთდა.

Kaspi ფინანსური სერვისების მიმწოდებელი უდიდესი ყაზახური კომპანიაა, რომელმაც ფუქციონირება 2011 წელს დაიწყო, როგორც ონლაინ გადახდებისა და ელექტრონული საფულის სერვისის კომპანიამ. 2017 წელს მას მობილური აპლიკაციითა და ბარათით, ტელეფონის ნომრით გადახდის ფუნქციაც დაემატა.

პანდემიის პირობებში ონლაინ გადახდებსა და ციფრული ანგარიშსწორების სერვისებზე გაზრდილმა მოთხოვნამ კომპანიის შემოსავლები და აქციების ფასი მნიშვნელოვნად გაზარდა.

ყაზახეთის 18.5-მილიონიანი მოსახლეობიდან 7 მილიონი Kaspi-ს მომხმარებელია.

კომანიის IPO 2020 წელს ლონდონის საფონდო ბირჟაზე უმსხვილესი იყო. 2021 წლის აპრილში ლომთაძის ქონებამ უკვე $3.2 მილიარდს მიაღწია.  დღევანდელი მონაცემებით კი მისი ქონება 5.1 მლრდ დოლარად არის შეფასებული. მიხეილ ლომთაძე კომპანიაში 23%-იან წილს ფლობს.

მიხეილ ლომთაძე ბათუმში დაიბადა 1975 წლის 17 ოქტომბერს, მიღებული აქვს BBA ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრი) მენეჯმენტის ევროპულ სკოლაში (საქართველო) 1997 წელს და MBA ხარისხი (ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი) ჰარვარდის ბიზნესსკოლაში (Harvard Business School) 2002 წელს.

ის საქართველოსა და რუსეთში მოღვაწეობდა, 2008 წლიდან კი ყაზახურ „კასპი ბანკს“ ხელმძღვანელობს.

ბიზ­ნეს­მენის მშობ­ლე­ბი და ერთადერთი და  ბა­თუმ­ში ცხოვ­რობენ. მიხეილს თით­ქმის ყო­ველ­დღი­უ­რი ურთიერთობა აქვს თავის ოჯახ­თან, სამ­შობ­ლოში კი წე­ლი­წად­ში რამდენჯერმე ჩამოდის.

ბათუმში გატარებული ბავშვობის დროს მისი ოჯა­ხი სი­დუ­ხ­ჭი­რე­ში ცხოვ­რობ­და. ამ­ბობს, რომ ბავ­შვო­ბა­ში გა­და­ტა­ნი­ლი სირ­თუ­ლე­ე­ბი ცხოვ­რე­ბა­ში გა­მო­ად­გა.

„ისე­თი პე­რი­ო­დიც იყო, როცა ფული არ გვქონ­და, დედა ერთ „სნი­კერსს” ყი­დუ­ლობ­და, 4 ნა­წი­ლად ყოფ­და და მე და ჩემს დას 2 დღე­ზე გვი­ნა­წი­ლებ­და…“ – იხ­სე­ნებს ერთ-ერთ ინტერვიუში მილიარდერი.

მიხეილ ლომთაძე 14 წელია საზღვარგარეთ მუშაობს და ცხოვრობს, თუმცა კვლავ საქართველოს მო­ქა­ლა­ქეა, ქარ­თუ­ლი პას­პორ­ტი აქვს და, როგორც ამბობს, ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთს თავის „მეორე სამშობლოს“ უწოდებს.

2020 წელს Covid-19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ლომთაძემ ყაზახეთის პრეზიდენტისგან „ხალხის მადლიერების“ საპატიო მედალი მიიღო.

„აუ­ცი­ლებ­ლად დავ­ბრუნ­დე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში და იქ ვი­ცხოვ­რებ“, – ამ­ბობს ბიზ­ნეს­მე­ნი ერთ-ერთ ინტერვიუში.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close