შვიდი სახის თვითმფრინავი, რომლებსაც საბერძნეთი ხანძრის ჩასაქრობად იყენებს (ვიდეო)
საბერძნეთში არსებული ხანძრის კერების ჩაქრობის მიზნით პირველად ისტორიაში 7 სხვადასხვა სახის სპეციალური თვითმფრინავი გამოიყენება.
განვიხილოთ ამ მფრინავი აპარატების შესაძლებლობები:
1. Canadair -CL-415/215 არის კანადური წარმოების თვითმფრინავი-ამფიბია, რომელიც სპეციალურად ხანძრების ჩასაქრობად შეიქმნა. მას შეუძლია 5,5 ტონა წყლის გადატანა. არ საჭიროებს სპეციალურ ასაფრენ ზოლს და გრონტის საფარზეც შეუძლია აფრენა-დაჯდომა.
2. შვეულმფრენი Boeing CH-47 Chinook. ამ, ამერიკულ სამხედრო დანიშნულების სატრანსპორტო შვეულმფრენს შეუძლია 7,6 ტონა წყლის გადაზიდვა.
3. რუსული წარმოების Mil Mi-26. ყველაზე დიდი სატრანსპორტო შვეულმფრენი. აღნიშნული საფრენი საშუალებით შესაძლებელია ხანძრის კერაზე ერთდროულად 15 ტონა წყლის დასხმა. წყლის ავზების ავსება შეუძლია ზღვის, ან ტბის ზედაპირიდან.
4. Sikorsky Scycrane Ericson. ამერიკული წარმოების აღნიშნულ შვეულმფრენებს საბერძნეთის ავიაცია უკვე 22 წელიწადია წარმატებით იყენებს. მას 10 ტონა წყლის ზიდვა შეუძლია.
5. Beriev Be-200, რუსული წარმოების თვითმფრინავი-ამფიბია. შეუძლია ზღვის ზედაპირიდან 12 წყლის შეგროვება. ამ საქმეში მას მეტრნახევრიანი ტალღებიც ვერ უშლის ხელს.
6. Air-Tractor. ამერიკული თვითმფრინავი-ამფიბია. შეუძლია ზიდოს 3 ტონა წყალი. აქტიურად გამოიყენება ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნების მიერ (ესპანეთი, პორტუგალია, კვიპროსი).
7. ფრანგული შვეულმფრენი Super Puma. გამოიყენება სამაშველო ოპერაციებისთვის. შესაძლებელია გადაკეთდეს საჰაერო სასწრაფო დახმარების სატრანსპორტო საშუალებად. შეუძლია 3,5 ტონა წყლის გადაზიდვა.
ნახეთ ვიდეო, როგორ გამოიყენება აღნიშნული საფრენი აპარატები ხანძრის ჩაქრობის პროცესში.
რამდენიმე წუთის წინ საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა განცხადება და მადლობა გადაუხადა ქვეყნებს და ორგანიზაციებს, რომლებმაც ძლიერი ხარძრებით დაზარალებული ბერძენი ხალხის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს. საბერძნეთის საგარეო უწყება მადლობას უცხადებს: ეგვიპტეს, სომხეთს, ბელგიას, საფრანგეთს, საქართველოს, ევროკავშირს, აშშ-ს, იორდანიას, ისრაელს, ესპანეთს, ყატარს, ქუვეითს, კვიპროსს, ლიბანს, ლიეტუვას, უკრაინას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, შვედეთს, თურქეთსა და მსოფლიო პატრიარქს, ბართოლომეოსს.
გიორგი ჯანელიძე
კომენტარები