სპორტი
NBC news – რჩება მხოლოდ ერთი შეკითხვა, როდის გადალახავს ტალახაძე 500 კგ-იან ზღვარს?
„ენბისი“ ლაშა ტალახაძის ტრიუმფს გამოეხმაურა, რომელმაც ტოკიოს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიპოვა და მსოფლიო რეკორდები დაამყარა:
„ქართველმა ლაშა ტალახაძემ დღეს ტოკიოს ოლიმპიადაზე ასწია იმაზე მეტი, ვიდრე ვინმეს ოდესმე აუწევია. ეს მოხდა გიგანტი კაცების შეჯიბრში, +109 კგ კატეგორიაში.
პირველი შეკითხვა იყო: ვინ აიღებდა ვერცხლსა და ბრინჯაოს? პასუხი – ირანელი ალი დავუდი და სირიელი მან ასაადი.
მეორე შეკითხვა – რამდენს ასწევს ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონის ტიტულის დასაცავად? პასუხი – ძალიან ბევრს!“
ტალახაძემ თავისუფლად დაძლია ატაცში 223 კგ, აკვრაში 265 კგ, ჯამში – 488 კგ და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.
დღევანდელი ასპარეზობის შემდეგ დარჩა მხოლოდ ერთადერთი შეკითხვა – როდის გადააბიჯებს 500 კილოგრამიან ზღვარს 27 წლის დიდი ქართველი?“ – წერს NBC news-ი.
კომენტარები