არტისტი

რა ფარულ ვნებებს მალავდა „ამერიკის ოქროს ხმა“ – უიტნი ჰიუსტონი

ყველა დროის ყველაზე მეტი პრიზით დაჯილდოებული შემსრულებლის, „ამერიკის ოქროს ხმად“ წოდებული მომღერლის, უიტნი ჰიუსტონის არატრადიციული ორიენტაციის შესახებ მედიაში ინფორმაცია არაერთხელ გავრცელებულა, თუმცა ვარსკვლავს ამ თემაზე ღიად არასდროს უსაუბრია.

უიტნის ასისტენტმა რობინ კროუფორდმა 2019 წელს გამოცემულ მემუარებში A Song for You: My Life With Whitney Houston დაადასტურა, რომ მათ რომანი ჰქონდათ.

კროუფორდის თქმით, თავიდან მათი ურთიერთობა მეგობრობით დაიწყო, შემდეგ კი რომანტიკულ გრძნობაში გადაიზარდა, თუმცა საბოლოოდ მომღერალმა რობინთან ურთიერთობა გაწყვიტა, რადგან ამ ამბის გახმაურების ეშინოდა.

ამერიკელმა ტელეწამყვანმა როზი ო’დონელმა, რომელიც თავად არატრადიციული ორიენტაციისაა, ერთ-ერთ გადაცემაში ლეგენდარული მუსიკოსის დაფარულ ვნებებზე ილაპარაკა.

მისი განცხადებით, უიტნის შინაგანი კონფლიქტი ჰქონდა, ამ ყველაფერს მომღერლის რელიგიური მრწამსიც ემატებოდა. ის  ბავშობიდან ტაძარში მღეროდა და თავს ბაპტისტური ეკლესიის ნაწილად აღიქვამდა.

„უიტნი საკუთარ ორიენტაციაზე მუდამ  ნერვიულობდა. მას არ სურდა, რომ ეს საზოგადოებას შეეტყო. მას გარშემომყოფთა რეაქციის ეშინოდა. შავკანიანთა კულტურაში რთულია ამის მიღება“,  – ამბობს ტელეწამყვანი.

მომღერლის რომანები და ოჯახი 

უიტნის ხანმოკლე რომანები ჰქონდა ედი მერფისთან და რენალ კანინგემომთან. 1990 წელს, ყველას გასაკვირად, მან რიტმენ-ბლუზის ცნობილ შემსრულებელთან, სკანდალური რეპუტაციის და კანონთან მუდმივ კონფლიქტში მყოფ ბობი ბრაუნთან  გააბა რომანი.

უიტნი და ბობი 2 წელში დაქორწინდნენ. მათ 800-კაციანი ქორწილი გადაიხადეს.

დაქორწინებიდან ერთ წელიწადში, 1993 წელს მათ ქალიშვილი – ბობი ქრისტინა შეეძინათ.

14 წლის განმავლობაში უიტნი ბობისგან ყოველგვარ შეურაცხყოფას ითმენდა, რამაც მისი ფსიქიკური ჯანმრთელობა შეარყია. უიტნი ნარკოტიკებზე დამოკიდებული გახდა. 2007 წელს წყვილი ერთმანეთს დაშორდა. განქორწინების შემდეგ უიტნიმ მკურნალობაც დაიწყო, მაგრამ უშედეგოდ, ის ისევ ნარკოტიკებს დაუბრუნდა.

2012 წლის 11 თებერვალს 48 წლის უიტნი ლოს ანჯელესის სასტუმრო Beverly Hilton-ში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. პოლიციის თქმით, გვამს ძალადობის ნიშნები არ აღენიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი სიკვდილი ფსიქოტროპული წამლებისა (რომელსაც ექიმის რეცეპტით იღებდა) და ალკოჰოლის ურთიერთქმედებამ გამოიწვია.

უიტნის სიკვდილის ამბავი ყოფილმა მეუღლემ,  ბობ ბრაუნმა შვიდასი კილომეტრის მოშორებით, კონცერტამდე ერთი საათით ადრე გაიგო, თუმცა, ამის მიუხედავად, მან მისისიპის კონცერტი არ გააუქმა. როგორც ამბობენ, ბობი განადგურებული იყო – სცენაზე ტიროდა, ჰაერში კოცნებს გზავნიდა და სულ იმეორებდა „I love you, Whitney“.

„გინესის მსოფლიო რეკორდების“ წიგნში ჰიუსტონი შევიდა, როგორც გრემის 6-ჯერ, ემის ორჯერ, პრემია Billboard-ის 30-ჯერ, Music Awards-ის 22-ჯერ მფლობელი. მსოფლიოში  მისი 170 მილიონზე მეტი ალბომი გაიყიდა.

უიტნის საკულტო კომპოზიცია I Will Always Love You, რომელიც პირველად მიკ ჯეკსონის ფილმში „პირადი მცველი“ შესრულდა, მუსიკის ისტორიაში ყველაზე გაყიდვად სიმღერად რჩება.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close