რას არ გაიგებ/ფაქტებიტექნოლოგიები

დუბაიში ყველაფერი „მოსულა“- ხელოვნური წვიმაც მოსულა (ვიდეო)

არაბთა გაერთიანებული საამიროების უდიდეს ქალაქ დუბაიში და სხვა რაიონებში  პაპანაქება სიცხეს ინოვაციური მეთოდებით, ხელოვნურად გამოწვეული წვიმის საშუალებით ებრძვიან.

ამ კვირაში არაბთა გაერთიანებული საამიროების მეტეოროლოგიურმა სამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა ნაწილში ხელოვნურად გამოწვეულ თავსხმა წვიმას ასახავს.

ხელოვნური წვიმის დუბაიში გამოყენებული მეთოდი დრონებზე დამონტაჟებულ ტექნოლოგიას ემყარება. დრონები ღრუბლებში ელექტრულ მუხტებს გამოყოფენ, შედეგად ჰერში არსებული უმცირესი ზომის წყლის წვეთები თავს ერთად იყრის და წვიმის წვეთებად იქცევა, რომლებიც შემდგომ ხმელეთამდე აღწევს.

ფეიქწვიმის წარმოქმნის ეს მეთოდი, ხელოვნური წვიმის სხვა ფორმებთან შედარებით უსაფრთხოა, რადგან ქიმიური ნივთიერებები არ გამოიყენება.

ადგილობრივი ხელისუფლება ხელს უწყობს და აფინანსებს ინოვაციური მეთოდების კვლევა-დანერგვას, რათა ნალექის ნაკლებობის პრობლემის გადასაჭრელად საუკეთესო გზა მოიძებნოს. დრონები კი ამ ინოვაციების ერთ-ერთი წარმატებული ნაწილი აღმოჩნდა.

ხელოვნური წვიმის გამოწვევის შესახებ კვლევა ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან დაიწყო, თუმცა ტექნოლოგიამ მხოლოდ ბოლო წლებში მიაღწია წარმატებას.

ამჟამად საამიროებში იმაზე მეტი ნალექის მიღება შეუძლიათ, ვიდრე დიდ ბრიტანეთში მოდის. ხელოვნურად გამოწვეული წვიმა ერთ-ერთია ნალექის წარმოქმნის იმ 7 პროექტიდან, რომლებსაც დუბაიში 2017 წლიდან ახორციელებენ.

მანანა ბანძელაძე

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close