სპორტი

იტალია ევროპის ჩემპიონია – 53-წლიანი „პაუზის“ შემდეგ (ვიდეო)

53-წლიანი პაუზის შემდეგ – იტალია ევროპის ჩემპიონია. 1968 წლიდან „სკუადრა აძურა“ სამჯერ გავიდა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ორჯერ დამარცხდა – 2000 წელს საფრანგეთთან ოქროს გოლით, 2012 წელს – ესპანეთთან; მესამედ კი – 2021 წელს კი გაიმარჯვა ინგლისის ნაკრებთან. მატჩის ძირითადი და დამატებითი დროის შემდეგ ანგარიში იყო 1:1, პენალტების სერიაში კი იტალიამ გაიმარჯვა – 3:2.

თერთმეტმეტრიანები გაიტანეს:

იტალიიდან – ბერარდიმ, ბონუჩიმ და ბერნადესკიმ (ვერ გაიტანეს ბელოტიმ და ჟორჟინიომ).

ინგლისიდან – კეინმა და მაგუაერმა (ვერ გაიყანეს რეშფორდმა, სანჩომ და საკამ).

ნახეთ პენალტები:

იტალია ევროპის ჩემპიონი მეორედ გახდა. პირველად მან ეს ორმოცდაცამეტი წლის წინ შეძლო – 1968 წელს. ინგლისელებმა კი ისტორიაში პირველად ითამაშეს ევროპირველობის ფინალში და ვერცხლის მედლებს დასჯერდნენ.

იტალიის ნაკრები სახლში ტრიუმფით დაბრუნდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close