იტალიამიგრაცია

იტალიის სანაპიროსთან მიგრანტთა ნავის ჩაძირვის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ფეხმძიმე ქალი

7 მიგრანტი დაიღუპა წუხელ ნავის ჩაძირვის შედეგად ხმელთაშუა ზღვაში, იტალიურ კუნძულ ლამპედუზასთან ახლოს, დაახლოებით 5 საზღვაო მილის დაშორებით. ნავი, რომელზეც ისინი იმყოფებოდნენ, უეცრად გადაბრუნდა. იტალიელმა მაშველებმა 46 ადამიანის გადარჩენა შეძლეს, 9 დაკარგულს ეძებენ.

გადარჩენილები ფავაროლოს პორტში გადაიყვანეს, პორტში გადაასვენეს ცხედრებიც. 7 დაღუპულიდან 4 ქალია, მათგან ერთი ფეხმძიმობის ბოლო თვეში იყო. სამწუხაროდ, დედაც და ნაყოფიც დაიღუპნენ.

ადგილზე იმყოფება პოლიცია, რომელიც ტრაგედიის მიზეზებს არკვევს.

გადარჩენილების თქმით, ნავზე კიდევ 9 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც ამ დროისთვის უკვალოდ დაკარგულად ითვლებიან.

ბოლო ხანს ლამპედუზაზე ნავით მიგრანტების ჩასვლის შემთხვევები საგრძნობლად გახშირდა. წინა სამშაბათს ადგილობრივმა ხელისუფლებამ 4 ასეთი ეპიზოდი დაარეგისტრირა, რომლის დროსაც კუნძულზე 136 მიგრანტი ჩავიდა, ოთხშაბათს კი ლამპედუზამ კიდევ 250 მიგრანტი მიიღო.

ევროპა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე სერიოზულ მიგრაციულ კრიზისს განიცდის, რომელიც უწინარესად აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის შეიარაღებული კონფლიქტებთა და მწვავე ეკონომიკური პრობლემებითაა გამოწვეული.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close