საზოგადოება

რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

რეზო გაბრიაძე დღეს, 10 ივნისს მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

იგი ანჩისხატის ტაძრიდან გამოასვენეს, სადაც დილიდან სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა.

თეატრისა და კინოს ცნობილი რეჟისორი, მწერალი, სცენარისტი, მხატვარი და მოქანდაკე, თბილისის მარიონეტების თეატრის სულისჩამდგმელი, არაერთი საკულტო ფილმის სცენარის ავტორი რეზო გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა.

საქართველომ მისი სახით კიდევ ერთი დიდი ადამიანი დაკარგა.

რეზო გაბრიაძე 29 ივნისს 85 წლის გახდებოდა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close