სპორტი

ესპანეთის სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა(ვიდეო)

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში ასპარეზობის მე-5 დღე საქართველოს ნაკრებმა უმედლოდ დაასრულა – 90 კგ-მდე წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი ტურნირს ადრეულ ეტაპზევე გამოეთიშა, ისევე როგორც მარიამ ჭანტურია  (70 კგ), შესაბამისად, საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით ისევ ორი –  ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის – მედალი აქვს.

სამაგიეროდ ბრწყინვალედ გამოვიდა ესპანეთის სახელით მოჭიდავე თბილისელი ძიუდოისტი ნიკოლოზ შერაზადიშვილი, რომელმაც ფინალში უზბეკ დავლატ ბობონოვს დამატებით დროში იპონით სძლია და ესპანეთის ნაკრებს ოქროს მედალი მოუტანა. აღსანიშნავია, რომ ნიკოლოზ შერაზადიშვილი მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.

ხვალ 100 კგ-მდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების სახელით ორი სპორტსმენი იასპარეზებს – ვარლამ ლიპარტელიანი და ილია სულამანიძე, ხოლო 12 ივნისს – მძიმეწონოსანი (+100 კგ) გელა ზაალიშვილი და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

ჩემპიონატის დასკვნით დღეს, 13 ივნისს გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

ნინო ხოშტარია 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close