სპორტი

ტატო გრიგალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა (ვიდეო)

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ძიუდოში დღეს საქართველოს ნაკრების წევრმა ტატო გრიგალაშვილმა (81 კგ) ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ფინალურ ორთაბრძოლაში იგი ბელგიელ მატიას კასესთან დამატებით დროში დამარცხდა.

უნგრეთის დედაქალაქში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი 6 ივლისს დაიწყო. ამ დროისთვის საქართველოს ნაკრებს ერთი ოქროს და ერთი ვერცხლის მედალი აქვს (შეგახსენებთ, რომ გუშინ ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილმა მოიპოვა – იგი მსოფლიო ჩემპიონი 73 კგ-მდე წონით კატეგორიაში გახდა).

დღეს კიდევ ერთმა ქართველმა იასპარეზა წარმატებით – ანრი ეგუტიძე, რომელიც პორტუგალიის სახელით გამოდის, ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ყაზახ სპორტსმენს სძლია.

ხვალ, 10 ივნისს, მსოფლიო ჩემპიონატის მე-5 საშეჯიბრო დღეს, ტატამზე საქართველოს სახელით ბექა ღვინიაშვილი (90 კგ)  და მარიამ ჭანტურია (70 კგ გამოვლენ);

11 ივნისს საქართველოს ნაკრების ღირსებას ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და ილია სულამანიძე (100 კგ) დაიცავენ, 12 ივნისს კი – გელა ზაალიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ).

ჩემპიონატის ბოლო დღეს, 13 ივნისს გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close