კრიმინალიტექნოლოგიები

„თუ მსგავსი შეტყობინება მიიღეთ, არ გახსნათ!“ – „კოკა-კოლა“ სოციალური ქსელების მომხმარებელს აფრთხილებს

მოგახსნებთ რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია „კოკა კოლა“ არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინას და გათამაშებას. გთხოვთ ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომპანია Coca-Cola Bottlers Georgia-ში განმარტავენ, რომ თაღლითური შეტევა უმოკლეს ვადაში აღიკვეთება.

„რამდენიმე თვის წინაც მოხდა მსგავსი რამ. მივაწოდეთ ინფორმაცია კიბერუსაფრთხოების განყოფილებას და უახლოეს მომავალში დაიბლოკება ეს სპამსაიტი. სხვადასხვა ქვეყნებში პერიოდულად ხდება არა მხოლოდ „კოკა-კოლას“, არამედ სხვა დიდი კორპორაციების სახელების გამოყენება“, – აცხადებენ კომპანიაში.

Coca-Cola Bottlers Georgia მიმართავს მოქალაქეებს, ნუ გახსნიან ვებგვერდს და ნუ მისცემენ ჰაკერებს მათი პირადი ინფორმაციის გამოყენების საშუალებას.

„ეს არის ჰაკერების მიერ შექმნილი აპლიკაცია და თავი შეიკავეთ ლინკზე გადასვლისგან. ჩვენი კომპანიის შესახებ ინფორმაცია განთავსდება მხოლოდ ჩვენს ოფიციალურ საიტებსა და facebook-გვერდზე“, – აფრთხილებს მოქალაქეებს „კოკა-კოლა“.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close