საზოგადოებაnews
პატრიარქის ბრძანება – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურსაც უხელმძღვანელებს
დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურსაც უხელმძღვანელებს.
ამის შესახებ აღნიშნულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებაში, რომელსაც საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.
„2021 წლის 28 მაისიდან, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის N20 ბრძანების თანახმად: საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძეს ასევე დაევალა საქართველოს საპატრიარქოს დიასპორასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელობა“, – აცხადებენ საპატრიარქოში.
კომენტარები