ქართველები უცხოეთშისპორტი

იტალიური გამოცემა – დაიმახსოვრეთ მიქაუტაძე, რომლის ისტორიაც წიგნის სიუჟეტს ჰგავს

გიორგი მიქაუტაძეს ყურადღება ცნობილმა იტალიურმა გამოცემა „კალჩომერკატომ(calciomercato.com) მიაქცია და საქართველოს ნაკრების და საფრანგეთის ლიგა 1-ის გუნდის, „მეცის“ თავდამსხმელზე საინტერესო წერილი გამოაქვეყნა.

სერენის“ პილოტი მიქაუტაძე – ის ლაკაზეტის ჰგავს

ქართული წარმოშობის ფრანგი თავისი ქვეყნის ეროვნულ გუნდს შეუერთდა, რომელსაც ვილი სანიოლი ავარჯიშებს. პატარაობაში „ლიონისგან“ დაწუნებულმა თავდამსხმელმა ბელგიის მეორე დივიზიონში გაიბრწყინა. ის უკვე მზადაა, ლიგა 1-ში „მეცის“ ფორმით ითამაშოს. ეს საკმარისი იქნებოდა წიგნის დასაწერად ან გიორგი მიქაუტაძის ადრეულ კარიერაზე ფილმის გადასაღებად. 2000 წელს დაბადებულმა თავდამსხმელმა 24 მატჩში 22 გოლი გაიტანა და პროქსიმუს ლიგაში სეზონის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. მისი კარგი თამაშის წყალობით „სერენი“ ბელგიის პირველ ლიგაში დაწინაურდა.

კარის წინ მომაკვდინებელი

„სრულყოფილი მოთამაშე, ძალიან სწრაფია უბურთოდ და ორივე ფეხით კარგად ურტყამს, საშუალოზე მაღალი ტექნიკით და გოლის კარგი ალღოთი. მას ალექსანდრ ლაკაზეტის („არსენალის“ და საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელი) შევადარებდი“, – ამბობს „სენ პრიესტში“ მისი ყოფილი მწვრთნელი სამირ გემაზი. მან გიორგი „სენ პრიესტში“ მას შემდეგ მიიღო, რაც იგი „ლიონმა“ დაიწუნა, რადგან ძალიან გამხდარი იყო.

მიქაუტაძეს 2019-2020 წლების სეზონში ლიგა 1-ში დებიუტის სიამოვნება ჰქონდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც „მეცის“ სარეზერვო შემადგენლობაში ნაციონალ 3-ში საინტერესო თამაშები ჩაატარა.

„ის კარის წინ მომაკვდინებელია“ – ეს დახასიათება მიქაუტაძემ მას შემდეგ მიიღო, რაც 17- და 19-წლამდელებში ითამაშა. არაოფიციალური ინფორმაციით, მან 100-150 გოლი გაიტანა. ამის გაუმჯობესება შესაძლებელია მხოლოდ დროთა განმავლობაში, როდესაც საქართველოს ნაკრების ახალი მოთამაშე თამაშის უკეთ წაკითხვას და უფრო სწორად მოძრაობას ისწავლის, ბურთი საუკეთესო პოზიციაში რომ მიიღოს.

მისით აღფრთოვანებული კლუბების საწინააღმდეგოდ

პოტენციალი დიდი აქვს და ბელგიის სერია B-ს მსგავსად ნაკლებად კონკურენტუნარიან და ინტენსიურ ტურნირში ვარჯიშის შემდეგ, საფრანგეთის ლიგა 1 შეიძლება გახდეს ჩემპიონატი, სადაც „მეცის“ აღზრდილი ტალანტი კიდევ უფრო გაიზრდება. „მეცმა“ ცოტა ხნის წინ მიქაუტაძესთან კონტრაქტის 2025 წლამდე გასაახლებლად კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ეს იმიტომ, რომ მოთამაშის მიერ ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ მისით აღფრთოვანებული კლუბების ზარებს წინ აღდგომოდა.

მისი გმირები

გიორგის კერპები არიან კრიშტიანუ რონალდუ, რომელზეც ამბობს: „სერენში“ გატანილი პირველი გოლი რონალდოს სტილში აღვნიშნე, რადგან მისი შრომისუნარიანობით აღფრთოვანებული ვარ, თუნდაც მის ასაკში“.

ასევე მოსწონს ზლატან იბრაჰიმოვიჩი, რომლის წინააღმდეგაც სადებიუტო მატჩი ჩაატარა საქართველოს ნაკრებში – ამ მაისურს კი ლიონში, მშობლების სახლში საიმედოდ ინახავს. მისი კარიერა წიგნის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ ეს ყველაფერი სიმართლეა, ამიტომაც დაიმახსოვრეთ ეს სახელი – გიორგი მიქაუტაძე!

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close