მოგზაურობაnews

საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიიარტოს თქმით, საქართველოს მოქალაქეები ვაქცინაციის სერტიფიკატით უნგრეთში ჩასვლას შეძლებენ. ამის შესახებ განცხადება პეტერ სიიარტომ ბრიუსელში გააკეთა.

მისი თქმით, უნგრეთმა და საქართველომ მიაღწიეს ორმხრივ შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, უნგრელებს ასევე შეეძლებათ საქართველოში ვაქცინაციის დამადასტურებელი დოკუმენტებით ჩასვლა.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხთან საქართველოში უნგრეთის ელჩმა ვიქტორია ჰორვატმა დაადასტურა.

მისი თქმით, უნგრეთის მთავრობა საქართველოს მიერ გაცემულ ვაქცინაციის სერტიფიკატს „მწვანე ბარათად“ აღიარებს და საქართველოს მოქალაქეებს მისი წარდგენის შემთხვევაში სხვა შეზღუდვების გარეშე შეეძლებათ უნგრეთში ჩასვლა.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close