მოგზაურობამსოფლიოპოლიტიკა
ევროკავშირში აცრის სერტიფიკატებს პირველი ივლისიდან შემოიღებენ
პირველი ივლისიდან ევროკავშირში აცრის სერტიფიკატებს შემოიღებენ. კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის გაკეთების მოწმობები ციფრული იქნება, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში მსურველებს მისი ქაღალდის დოკუმენტის სახით მიღებაც შეეძლებათ.
ევროკომისარმა ჯანდაცვის საკითხებში სტელა კირიადიკისმა ამ ზომას უწოდა „მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმისათვის, როკმ ევროკავშირის ტერიტორიაზე გადაადგილების თავისუფლება აღდგეს, უსაფრთხოების უზრუნველყოფით იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია“.
მხედველობაში მიიღება, აგრეთვე, იმ პრეპარატებით აცრაც, რომლებიც ევროკავშირს არ დაუმტკიცებია.
ევროპარლამენტს ადრე უნდოდა შემოფარგლულიყო მხოლოდ იმ ვაქცინებით, რომლებსაც ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) მწვანე შუქი აუნთო.
ნინო ხოშტარია
კომენტარები