fbpx
ჰოროსკოპი

„ლოთების“ რეიტინგი – ზოდიაქოს რომელი ნიშნების წარმომადგენლებს უყვართ ალკოჰოლი ყველაზე მეტად?

სახუმარო ალკორეიტინგი საშუალებას მოგცემთ შეაფასოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ალკოჰოლი თქვენი ან თქვენი მეგობრების ცხოვრებაში ან, უბრალოდ, იცინოთ.

ტყუპი

მოდუნება ტყუპების საყვარელი საქმიანობაა. ამისათვის მათ საერთოდ არ სჭირდებათ კომპანია, რადგან საკუთარი თავის საუკეთესო მეგობრები არიან, თუმცა არც კარგ კომპანიონებთან ერთად დალევაზე ამბობენ უარს. ასე, რომ ტყუპები – პირველი ადგილი.

ვერძი

არაფერი ისე არ ახასიათებს ვერძს, როგორც ალკოჰოლის სიყვარული. გენეტიკურია ეს სიყვარული, თუ ჰოროსკოპი განაპირობებს, არავინ იცის, სამაგიეროდ, ყველამ იცის, რომ ვერძი ცხოვრების არცერთ მნიშვნელოვან მოვლენას ალკოჰოლის გარეშე არ აღნიშნავს. ვერძი „ლოთების რეიტინგში“ – მე-2 ადგილზეა.

სასწორი

„ლოთების რეიტინგში“ ბრინჯაოს მედალი უდავოდ სასწორს ეკუთვნის. სმა მისთვის არა მარტო მიზანი, არამედ საშუალებაცაა. ის ეხმარება უფრო კარგად დაემალოს ბოროტ და არასრულყოფილ სამყაროს, რომელიც სასწორის მყიფე ბუნებას აზიანებს. თუ ვინმეს შეუძლია წყალი ღვინოდ აქციოს, ეს, რა თქმა უნდა, სასწორია. დიახ, საპატიო მე-3 ადგილი.

მშვილდოსანი

ის, რომ მშვილდოსანი სამეულში არ მოხვდა, შეიძლება შემთხვევითობას მივაწეროთ. მშვილდოსნისა და ალკოჰოლის სიყვარული ორმხრივი და ღრმაა. გართობა და მხიარულება ისაა, რაც მშვილდოსანს სიმთვრალის უფსკრულში იზიდავს, ამიტომ დალევის მიზეზი ხშირად მეორეხარისხოვანი და ზედმეტია. მშვილდოსანს ბუნებრივი მონაცემები საშუალებას არ აძლევს, რომ ალკოჰოლიზმში სრულად ჩაიძიროს, ამიტომ სასმლისთვის თავის დანებება ნებისმიერ ასაკში შეუძლიათ. „ლოთების რეიტინგში“ მშვილდოსანი მე-4 ადგილზეა.

კურო

კუროს და ალკოჰოლს შორის ურთიერთობის საოცარი სიმარტივეა. მათ ერთმანეთი ახალგაზრდობის პერიოდიდან, თითქმის ერთი ნახვით უყვარდებათ და ერთად არიან, სანამ სიკვდილი არ დააშორებთ. ერთადერთი, რაც ამ ორმხრივ სიყვარულს აფერმკრთალებს, დილის ნაბახუსევია. ამას ბევრი კურო ვერ უძლებს და სამუდამოდ ანებებს სმას თავს. კურო რეიტინგში მეხუთეა.

ქალწული

მათ დალევა უყვართ, მაგრამ შესანიშნავად აკონტროლებენ საკუთარ თავს, ქცევას და მეტყველებას, ამიტომ ხშირად გარშემო მყოფთა გაოცებას იწვევენ. ქალწულისთვის ალკოჰოლი მცდელობაა, როგორმე გამოვიდეს იმ ჩარჩოებიდან, რომელშიც საკუთარი თავი მოაქცია.

მორიელი

მორიელი თავისი ეპიკური სიმთვრალით სამეულში მოხვედრას იმსახურებს, თუმცა ლოთი მორიელის ფენომენი ძალიან იშვიათია. თუ დალევა გადაწყვიტეს, ბევრს სვამენ, მაგრამ ამას ძალიან იშვიათად აკეთებენ. ნასვამი მორიელები იმდენად ნაზები და საყვარლები ხდებიან, რომ მათი ადგილი ალკოჰოლის რეიტინგში მოკრძალებულია – მე-7.

მერწყული

ალკოჰოლური ინტოქსიკაცია აშინებთ, მაგრამ მერწყულებს დალევა მაინც უყვართ, თანაც მეგობრებთან ერთად. შიშის დაძლევა მერწყულის ხასიათის მთავარი თვისებაა, ამიტომ ის თამამად იძირება სიმთვრალის უფსკრულში. ის ზღვარს თითქმის არასდროს გადადის, ამიტომ ღირსეულ მე-8 ადგილს იკავებს.

ლომი

ნადირთა მეფეს ეშინია, რომ სიმთვრალის დროს ზედმეტს იტყვის და საკუთარ რეპუტაციას დააზიანებს. „ბოლო ჭიქა“ ლომში თითქმის ყოველთვის გულახდილობის მოზღვავებას იწვევს, ამიტომ ურჩევნია, სასმელზე საერთოდ უარი თქვას, ვიდრე საკუთარი საიდუმლო გაამხილოს. მართლაც, არარსებულის გამოგონებასა და მეზღაპრეობაში ლომს ბადალი არ ჰყავს. საპატიო მე-9 ადგილი.

კირჩხიბი

გგონიათ, რომ კირჩხიბებს დალევა არ უყვართ? ძალიანაც უყვართ, მაგრამ განწყობისთვის ათასი გემრიელი კერძი და კარგი კომპანია სჭირდებათ, რაც იშვიათად ხდება. და კარგია, რომ იშვიათად ხდება, რადგან ორიოდე ჭიქასაც კი შეუძლია ის წყობიდან გამოიყვანოს. შესაბამისად, კირჩხიბს ან ქრონიკული ალკოჰოლიზმი ელის, ან ალკოჰოლის სრული უარყოფა. ვინაიდან მეორე უფრო ხშირად ხდება, კირჩხიბი რეიტინგის მე-10 ადგილზე გავიდა.

თევზები

თუ ვინმეს დალევა არ შეუძლია, ეს თევზებია. საკმარისია ღვინის სუნი იგრძნონ, რომ ისე შორს და დიდი ხნით „გაფრინდებიან“, რომ გარშემო ყველა ახლობელი უკან დაბრუნებას ტირილით შეევედრება. ამიტომ, თევზები ბოლოს წინა, მე-11 ადგილზე არიან.

თხის რქა

ალკოჰოლის გურმანმა თხის რქამ შეიძლება, ერთი ყლუპი ალკოჰოლი დააგემოვნოს და მთელი დღე იფიქროს, საიდან არის ეს სასმელი, რამდენი წლისაა და ათასი სხვა სისულელე. დიახ, მათ შეუძლიათ სუნით განსაზღვრონ სასმლის წარმოშობის ადგილი, მაგრამ დალევა არ შეუძლიათ. არც შეუძლიათ და არც სურთ, ამიტომ რეიტინგის ბოლო, მე -12 ადგილზე არიან.

funtime.ge

კომენტარები
თეგები

მსგავსი სიახლეები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close