„ფორბსმა“ ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სია გამოაქვეყნა
პირველ ადგილზე, 180 მილიონი დოლარით, UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კონორ მაკგრეგორია
ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Forbes-მა 2021 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ათი სპორტსმენის სია წარმოადგინა.
პირველად ამ რეიტინგს სათავეში ჩაუდგა შერეული ორთაბრძოლების ირლანდიელი მებრძოლი კონორ მაკგრეგორი. Forbes-ის მონაცემებით, გასული 12 თვის განმავლობაში ორ წონით კატეგორიაში UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა ჯამში 180 მილიონი დოლარი (22 მილიონი უშუალოდ სპორტზე მოდის) გამოიმუშავა. ამ თანხის დიდი ნაწილი (150 მილიონი) საკუთარი ბრენდის (ვისკი Proper12) საკონტროლო აქციათა პაკეტის რეალიზაციაზე მოდის.
რეიტინგში მეორე ადგილზეა „ბარსელონას“ ფორვარდი ლიონელ მესი – 130 მილიონი (97 მილიონი – ხელფასი). სამეულში მოხვდა „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანუ რონალდუ – 120 მილიონი (ხელფასი – 70 მილიონი).
გასული წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების ტოპ-ათეული:
- კონორ მაკგრეგორი (ММА, UFC) – 180 მლნ დოლარი (22+158)
- ლიონელ მესი (ფეხბურთი, ბარსელონა) – 130 მლნ (97+33)
- კრიშტიანუ რონალდუ (ფეხბურთი, „იუვენტუსი“) – 120 მლნ (70+50)
- დაკ პრესკოტი (ამერიკული ფეხბურთი, დალასი) – 107,5 მლნ (97,5+10)
- ლებრონ ჯეიმსი (კალათბურთი, ლეიკერსი) – 96,5 მლნ (31,5+65)
- ნეიმარი (ფეხბურთი, პარი სენ-ჟერმენი) – 95 მლნ (76+19)
- როჯერ ფედერერი (ჩოგბურთი) – 90 მლნ (0+90)
- ლუის ჰემილტონი (ფორმულა 1, „მერსედესი“) – 82 მლნ (70+12)
- ტომ ბრეიდი (ამერიკული ფეხბურთი, ტამპა ბეი) – 76 მლნ (45+31)
- კევინ დურანტი (კალათბურთი, ბრუკლინი) – 75 მლნ (31+44)
1tv.ge
კომენტარები