კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 10-16 მაისი
9-10 მაისი კლებადი მთვარის პერიოდია. ამ დღეებში უმჯობესია უარი თქვათ სერიოზულ და მნიშვნელოვან საქმეებზე, მაშინაც კი, თუ ეს საქმეები დიდი ხნის წინათ იყო დაგეგმილი. კარგი იქნება, არ გადატვირთოთ საკუთარი თავი არც ემოციურად და არც ფიზიკურად! მოდუნდით და დაისვენეთ!
11 მაისს ახალი მთვარეა. ახლა სასურველია სამეგობრო წრის გაფართოებაზე იზრუნოთ. წადით სტუმრად, სადაც ახალ ადამიანებს ნახავთ, ან არ გამოტოვოთ წვეულება, სადაც არავის იცნობთ.
12-იდან 16 მაისამდე მზარდი მთვარის პერიოდია. ამ დროს ვარსკვლავები გირჩევენ, ახალი ცოდნა მიიღოთ – უკეთესად შეითვისებთ, ვიდრე სხვა დროს და, რაც მთავარია, სასარგებლო იქნება სამომავლო მიღწევებისთვის.
პირად ცხოვრებაში ნანატრი სიმშვიდის პერიოდი დადგება. აკონტროლეთ თავი, რომ იდილია კვლავ არ დაარღვიოთ. შესაძლებლობა მოგეცემათ, გააძლიეროთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. ამასთან, ეს პერიოდი კარგია, რათა დასახოთ ახალი გეგმები და მოიფიქროთ მათი რეალიზაციის გზები. უბრალოდ, ჯერ არავის მოუყვეთ თქვენი მიზნების შესახებ! დაე, ეს თქვენი საიდუმლო იყოს!
სასიკეთო დღეები: 13, 15.
არასასიკეთო დღე: 12.
კურო
სამსახურში შეიძლება კონკურენცია გაძლიერდეს. გაითვალისწინეთ, რომ გაცდენის გამო რისკავთ. ისწავლეთ თქვენი აზრების კონტროლი და მიმართეთ ისინი პოზიტიური მიმართულებით. მხოლოდ ფულზე ნუ იოცნებებთ, რადგან მარტო ფულით ბედნიერებას და სიხარულს ვერ იყიდით. ნუ იჩხუბებთ, უმჯობესია ენერგია ოჯახური ურთიერთობის შესანარჩუნებლად დახარჯოთ. იყავით მშვიდი ახლობლებთან, გამოიჩინეთ მეტი ყურადღება და გაეცით სიყვარული.
სასიკეთო დღეები: 14, 16.
არასასიკეთო დღე: 10.
ტყუპი
თქვენ ირგვლივ არსებული ატმოსფერო ხელს შეგიწყობ შემოქმედებით საქმიანობაში, გამოიყენეთ თქვენი ფანტაზია და ორატორობისადმი მიდრეკილება. სერიოზულად მიიღეთ რჩევები უფრო გამოცდილი ადამიანებისგან. ისინი სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებიან. 11 მაისს ფრთხილად იყავით: შეიძლება ახლობელმა ადამიანებმა იმედი გაგიცრუონ. შაბათ-კვირა ოჯახთან ერთად გაატარეთ. ეს ხელს შეუწყობს დაკარგული ურთიერთობის აღდგენას.
სასიკეთო დღეები: 11, 15.
არასასიკეთო დღე: 16.
თქვენი მონდომება და პროფესიონალიზმი საფუძველს ჩაუყრის სწრაფ პროფესიულ ზრდას, თუმცა ამ კვირაში რთულ საქმეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოჰკიდეთ ხელი, თუ ვინმეს იმედი გაქვთ. მოგიწევთ ზოგიერთ დავალებაზე უარი თქვათ. თანხა, რომელსაც ახლა სესხად გასცემთ, მალე არ დაგიბრუნდებათ, მაგრამ თუ მეგობრობის შენარჩუნება გსურთ, ეს თანხა აუცილებლად უნდა მისცეთ. ნუ იძუნწებთ!
სასიკეთო დღეები:13, 16.
არასასიკეთო დღე: 15
ახლა გჭირდებათ როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური გამძლეობა. შეიძლება ისეთი პრობლემების წინაშე აღმოჩნდეთ, რომლებსაც არ ელოდით. ემოციებს ნუ აჰყვებით. კვირის განმავლობაში მზად იყავით ახალი აქტიური თავგადასავლებისთვის, შაბათ-კვირას კი დაისვენეთ. უმჯობესია მშვიდ, პასიურ დასვენებას მიანიჭოთ უპირატესობა.
სასიკეთო დღეები: 15, 16.
არასასიკეთო დღე: 11.
თქვენი წარსული მიღწევებიდან გამომდინარე, შეგიძლიათ მყარი საფუძველი შექმნათ ახალი პროექტისთვის. ამავე დროს, შანსი გექნებათ ძველი ოჯახური პრობლემები გადაჭრათ და შეეცადეთ ეს პერიოდი ამისთვის გამოიყენოთ. კარგი და ხელსაყრელი დროა ნებისმიერი მოგზაურობისა და გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის. პერსპექტიული ნაცნობობა გელით. ვარსკვლავები გირჩევენ, ახალ სახეებს ყურადღებით დააკვირდეთ.
სასიკეთო დღეები: 13, 16.
არასასიკეთო დღე: 10.
ამ პერიოდის განმავლობაში თქვენთვის საკუთარი თავის კონტროლი ადვილი არ იქნება. ვინმესთან ჩხუბმა ან კამათმა შეიძლება ხელი შეგიშალოთ ამ პერიოდის მშვიდად გადალახვაში. სიტუაციის განმუხტვისთვის ქალაქგარეთ გაემგზავრეთ – მაგალითად, აგარაკზე. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, ამიტომ დაისვენეთ, განიმუხტეთ, მოიკრიბეთ ძალა და ენერგია ახალი საქმიანი კავშირების დასამყარებლად.
სასიკეთო დღეები: 14,16.
არასასიკეთო დღე: 12.
მორიელი
ეს პერიოდი კომპრომისების გარეშე არ ჩაივლის. ნუ შეგეშინდებათ, პირველი ნაბიჯი თქვენ გადადგათ შერიგებისკენ, თუ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას აფასებთ. შესაძლებელია ღალატი კარგი მეგობრის მხრიდან, მაგრამ ნუ იჩქარებთ თქვენი ცხოვრებიდან მის ამოშლას. მიეცით შანსი ყველაფერი გამოასწოროს. პროფესიული თვალსაზრისით, ამ კვირაში პარტნიორების დახმარება ძალიან სასარგებლო იქნება – წარმატებას მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 11, 16.
არასასიკეთო დღე: 13.
მშვილდოსანი
შესანიშნავი დროა, რომ საკუთარ თავზე აქტიური ზრუნვა დაიწყოთ. შეგიძლიათ სწორედ ახლა რადიკალურად შეცვალოთ თქვენი გარეგნობა. ხელსაყრელი პერიოდია ახალი ნაცნობობისა და შეხვედრებისთვის. დიდი შანსია, სამსახურში რომანი დაიწყოთ, თუმცა ნებისმიერ სიტუაციაში უმჯობესია ჯერ დაფიქრდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ გადაეშვათ გრძნობების მორევში.
სასიკეთო დღეები: 12, 15.
არასასიკეთო დღე: 10.
პირად ცხოვრებაში ნამდვილად შესაშური წარმატებები გელოდებათ. ამ კვირაში ახალი შთაბეჭდილებები და ნათელი ემოციები გელით. მიეცით თავს დასვენების საშუალება და აღივსეთ ენერგიით – ეს აუცილებელია შემდეგი პერიოდისთვის. ბავშვებთან დაკავშირებული პრობლემები ამ კვირაში გარკვეულწილად გამძაფრდება. მოაგვარეთ ისინი ცივი გონებით ან გადაწყვეტილების მიღება შემდეგისთვის გადადეთ, როცა პრობლემების შედარებით მშვიდად გაანალიზებას შეძლებთ.
სასიკეთო დღეები: 14, 16.
არასასიკეთო დღე: 11.
ზოდიაქოს ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენელი ღალატის რისკის ქვეშაა. კარგად დააკვირდით თქვენს პარტნიორს, რათა გაიგოთ, ემუქრება თუ არა საფრთხე თქვენს ურთიერთობას. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ჯანმრთელობას. რაღაც ცოტათი გაწუხებთ? დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პროფესიული თვალსაზრისით ყველაფერი სტაბილურად ვითარდება.
სასიკეთო დღეები: 11, 13.
არასასიკეთო დღე: 15.
შანსი გექნებათ, ღირებული გამოცდილება მიიღოთ. დიახ, ეს შეიძლება სახიფათო იყოს, მაგრამ ყველაფრის მოგვარება შეგიძლიათ. პროფესიონალიზმი და ენერგია საქმეების განხორციელებაში ნანატრ შედეგს მოგიტანთ. კოლეგებმა შეიძლება შეთქმულება დაგეგმონ თქვენ წინააღმდეგ – მზად იყავით და აუღელვებლად გაეცით ღირსეული პასუხი. მეტი დრო დაუთმეთ თქვენს მეორე ნახევარს ურთიერთობის განმტკიცებისთვის.
სასიკეთო დღეები: 12, 16.
არასასიკეთო დღე: 10.
თამთა გურული
კომენტარები