მსოფლიოპოლიტიკა

შოტლანდიის რეგიონული პარლამენტის არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა პარტიამ, რომელიც გაერთიანებული სამეფოს დატოვების მომხრეა

„შოტლანდიის ნაციონალურმა პარტიამ“, რომელიც ბრიტანეთიდან გასვლის მომხრეა, რეგიონული პარლამენტის არჩევნებში უმრავლესობა მოიპოვა. ხმების დათვლა ამ დრომდე გრძელდება, თუმცა არსებული მონაცემებით, შოტლანდიის 129-ადგილიან პარლამენტში დამოუკიდებლობის მომხრე პარტიას უკვე 62 მანდატი აქვს.

შოტლანდიის პირველმა მინისტრმა ნიკოლა სტერჯენმა პირობა დადო, რომ გაერთიანებული სამეფოს დატოვების შესახებ ახალი რეფერენდუმის მომზადებას გააგრძელებს. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის საპასუხოდ, რომლის თქმითაც, შოტლანდიის გამოყოფასთან დაკავშირებულ კენჭისყრას დაბლოკავს, ნიკოლა სტერჯენმა აღნიშნა, რომ ლონდონში ნებისმიერი პოლიტიკოსის მიერ კენჭისყრის დაბლოკვა აბსურდული იქნება.

„ერთადერთი ხალხი, რომელსაც  შოტლანდიის მომავლის გადაწყვეტა შეუძლია, შოტლანდიელი ხალხია და ვესტმინსტერის არცერთ პოლიტიკოსს არ შეუძლია და არც უნდა დადგეს ამ გზაზე“, – განაცხადა ნიკოლა სტერჯენმა.

1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close