საზოგადოებასაბერძნეთი

„ჩვენ არ გავხდებით 21-ე საუკუნის მონები“ – საჯარო მოხელეების 24-საათიანი გაფიცვა ათენში

ახალი კანონპროექტი - დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვა თუ პირიქით - მეტი თავისუფლება?

„როიტერის“ ინფორმაციით, საბერძნეთის პროფკავშირები მთავრობის მიერ ინიცირებულ შრომით კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელიც, მათი აზრით, დასაქმებულთა უფლებებს ზღუდავს.

პოლიციის მონაცემებით, 6 მაისს ათენში პარლამენტის წინ დემონსტრაციაზე 6500-მდე ადამიანი შეიკრიბა. ზოგიერთ მომიტინგეს ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით – „ჩვენ არ გავხდებით 21-ე საუკუნის მონები“.

საჯარო მოსამსახურეთა პროფკავშირის (ADEDY) განცხადებით, ახალი კანონპროექტი რვასაათიანი სამუშაო დღის 10 საათამდე გაზრდას, ასევე, ხუთდღიანი სამუშაო კვირისა და კოლექტიური შეთანხმებების გაუქმებას ითვალისწინებს.

მთავრობა დასაქმებულთა უფლებების შეზღუდვის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები დასაქმებულებისთვის მოქნილი სისტემის შექმნას ითვალისწინებს. ხელისუფლება ოპონენტებს კანონპროექტის არსის არასწორ ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს.

„ერთადერთი, რასაც ეს კანონი აკეთებს, არის ის, რომ რეფორმა ცდილობს, მისცეს დასაქმებულებსა და მუშებს უფრო მეტი თავისუფლება იმასთან დაკავშირებით, როგორ გაანაწილოს საკუთარი რვასაათიანი სამუშაო დღე“, – განაცხადა განვითარების მინისტრმა ადონის გეორგიადისმა.

მთავრობის პრესსპიკერის, არისტოტელია პელონის თქმით, კანონპროექტი მიმართულია ცვალებადი შრომითი ბაზრის პირობებში, ციფრული პლატფორმებისა და დისტანციური მუშაობის გათვალისწინებით დასაქმებულების რეალური პრობლემების მოგვარებისკენ.

წყარო: 1tv.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close