მსოფლიოსაზოგადოება

მამაკაცი, რომელმაც ქალს პარიზის მეტროს კიბეებზე ხელი ჰკრა, საფრანგეთიდან გააძევეს (ვიდეო)

2 მაისს საფრანგეთიდან გააძევეს და „მის ტერიტორიაზე შესვლა და იქ ყოფნა“ აუკრძალეს „ესპანური ეროვნების“ მამაკაცს იმის გამო, რომ მან მეტროს ჩასასვლელთან ახალგაზრდა ქალს ხელი ჰკრა და კიბეებზე ჩააგდო. ამის შესახებ პარიზის პრეფექტურამ გაავრცელა განცხადება. ინფორმაციას და ვიდეოს „Le Parisien“-ი ავრცელებს

შემთხვევა 16 აპრილს საღამოს მოხდა პარიზის მეტროს – porte de la Chapelle à Paris (XVIIIe)-ს ჩასასვლელთან. ფაქტი სამეთვალყურეო ვიდეოკამერამ დააფიქსირა და მისი ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში 17 აპრილს გავრცელდა. ვიდეოში ნათლად ჩანს, რომ მამაკაცი მთელი ძალით განზრახ ჰკრავს ხელს ახალგაზრდა ქალს კიბეებზე. ინციდენტმა საზოგადოების მძაფრი რეაქცია გამოიწვია, მათ შორის, მოქალაქეობის საქმეების მინისტრ-დელეგატის – მარლენ სკიაპას მხრიდან, რომელმაც ახალგაზრდა კაცის საქციელს „დაუშვებელი“ უწოდა.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ გამოძიება დაევალა ადგილობრივ პოლიციას, რომელმაც დაზარალებული ჩვენების მისაცემად მიიწვია. მოძალადე მამაკაცი ესპანეთის მოქალაქე აღმოჩნდა. იგი მეორე დღესვე დააკავეს ბოშათა ბანაკში კომუნა ოსნიში (Osny, Val-d’Oise) და ქვეყნიდან გაადეპორტეს, საფრანგეთში შესვლის და ყოფნის აკრძალვით.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close