ვიდეოიტალია

იტალიური ქალაქის ცენტრში კარაბინერები ღამით ქუჩაში მგელს წააწყდნენ (ვიდეო)

იგი ქუჩაზე პარკირებულ მანქანებს შორის დახეტიალობდა

კარაბინერებმა იტალიის ქალაქ ანკონაში (მარკეს რეგიონის დედაქალაქი), ტერიტორიის შემოწმებისას, ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე მგელი შენიშნეს.

დაახლოებით ღამის 2 საათზე მტაცებელი მშვიდად დახეტიალობდა ჩამწკრივებულ მანქანებს შორის via Giannelli-ზე, რომელიც ცენტრში მისასვლელ ერთ-ერთ გზას წარმოადგენს. სავარაუდოდ, მგელი საკვებს დაეძებდა, სანამ პოლიციის ავტომობილს წააწყდებოდა.

კარაბინერებმა შეამჩნიეს, რომ მგელს ფეხი ჰქონდა დაზიანებული და რომ არ დაჯახებოდნენ, გადაწყვიტეს უსაფრთხო მანძილზე მიჰყოლოდნენ კონეროს ქუჩამდე, სადაც ის ბარდებში მიიმალა.

ნინო ხოშტარია

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close