კრიმინალიქართველები უცხოეთში

საბერძნეთის ციხეში ქუთაისის „ქურდული კლანის“ ლიდერი გარდაიცვალა

ვინ არის დათო „ქუთაისკი“

 საბერძნეთის ციხეში ქუთაისის „ქურდული კლანის“ ლიდერი, „კანონიერი ქურდი“ დავით სებისკვერაძე გარდაიცვალა.

primecrime.ru-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დავით სებისკვერაძემ სამი დღის წინ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საკუთარი დაბადების დღე აღნიშნა – მას 67 წელი შეუსრულდა. ოფიციალური ინფორმაციით, ქართველი პატიმარი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა.

ცნობისთვის: 2017 წელს ათენის სასამართლომ სებისკვერაძეს, ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან ერთად, 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მას ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნა და ფულის გათეთრება ედებოდა ბრალად. მანამდე სებისკვერაძეს ქუთაისში ერთხელ ჰქონდა ნასამართლეობა ჯერ კიდევ სსრკ-ს პერიოდში – 4 წელი მიუსაჯეს გამოძალვისთვის.

 

 

2012-იდან 2014 წლების პერიოდში დავით სებისკვერაძის ხელით, რომელიც „ძედ ჰასანის“ ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მომხრე იყო ქართველთა შორის, რამდენიმე ათეული „კანონიერი ქურდის“ „ხელდასხმა“ მოხდა, უპირატესად, ქუთაისელების. ამის შედეგად საბერძნეთში შეიქმნა „კანონიერი ქურდების“ უდიდესი გაერთიანება ევროპაში, რომელიც იდეოლოგიურად უპირისპირდებოდა უმეტესად თურქეთზე აქცენტირებულ ტარიელ ონიანის ქუთაისის კლანს.

თავად სებისკვერაძე 1999 წლიდან ინვალიდის ეტლს იყო მიჯაჭვული მას შემდეგ, რაც მას მეორე ქუთაისელმა „კანონიერმა ქურდმა“ როლანდ ჩიკვაიძემ ესროლა, კანონიერ ქურდ ბაიკოს ყოფილმა თანამოაზრემ, რომელსაც სებისკვერაძესთან კონფლიქტი ჰქონდა.

წყარო

 

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close