გოგონებო, ხელიდან არ გაუშვათ ეს შესაძლებლობა – ჩაერთეთ გერმანიის ქართული სათვისტომოს პროექტში “TECHGIRLS GEORGIA”
გერმანიის ქართული სათვისტომო ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბ ილიაუნისთან პარტნიორობით იწყებს პროექტს “TechGirls Georgia”, რომელიც განკუთვნილია სკოლის მოსწავლე გოგოებისთვის (იხ. ლინკი).
პროექტ “TechGirls Georgia”-ს მიზანია ციფრული ტექნოლოგიების სფეროში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა, არსებული სტერეოტიპების დაძლევა და ცნობიერების ამაღლება.
პროექტ “TechGirls Georgia”-ს ფარგლებში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ შეისწავლონ პროგრამირების/კოდის წერის საფუძვლები Calliope mini-ის საშუალებით (Calliope mini არის ინოვაციური პროდუქტი, მინიკომპიუტერი პროგრამირებისთვის, რომელიც 2017 წელს გერმანულმა ტექ-სტარტაპმა საგანმანათლებლო მიზნებისთვის განავითარა და დღეისათვის გერმანიის რიგ სკოლებში საგანმანათლებლო პროგრამაშია ინტეგრირებული).
გარდა ამისა, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ:
- დააარსონ ტექ-გოგოების კლუბები;
- მონაწილეობა მიიღონ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმის შექმნაში;
- ჩაერთონ მენტორინგის პროგრამაში;
- გაეცნონ ციფრული ტექნოლოგიების სფეროში არსებულ მრავალმხრივ კარიერულ შესაძლებლობებსა და პერსპექტივებს.
პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ თბილისისა და ახმეტის საჯარო ან კერძო სკოლების VIII-XI კლასების მოსწავლე გოგონებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ციფრული ტექნოლოგიებით და სურთ მეტი იცოდნენ ამ სფეროში.
მონაწილეებისთვის გაიმართება ორკვირიანი სემინარი, ორ ეტაპად – ივლისსა და აგვისტოში, თბილისში.
შეხვედრების ნაწილი შედგება დისტანციურად. სამუშაო შეხვედრების პრაქტიკული ნაწილი დაგეგმილია დასწრების ფორმატში. COVID-19-თან დაკავშირებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, შესაძლოა, პროექტი სრულად ონლაინ-ფორმატში განხორციელდეს.
პროექტში მონაწილეობის ხარჯებს სრულად დაფარავს ორგანიზატორი.
მონაწილეების შესარჩევად გამოცხადდა მიღება (იხ. ლინკი). მსურველებმა 2021 წლის 30 აპრილის 18:00 საათამდე უნდა შეავსონ ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა https://forms.gle/vPdYRCNjhF8VuN5K6.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ:
ელ. ფოსტა: [email protected]
Facebook: TechGirls Georgia • ტექ გოგოები
კომენტარები