მსოფლიოკრიმინალი

მემკვიდრეობის გამო ბრიტანეთში მილიონერი შიმშილით მოკლეს

დიდ ბრიტანეთში ცოლ-ქმრის, ლინდა და უეინ რიკარდების სასამართლო პროცესი დაიწყო. ისინი ეჭვმიტანილები არიან, რომ სახლის მეპატრონე, მილიონერი ჯეიმს სუთერანი ქონების გამო შიმშილით მოკლეს – ამის შესახებ Daily Mail წერს.

რიკარდები სუთერანის კუთვნილ სახლში 2006 წლიდან ცხოვრობდნენ. გამოძიების ვერსიით, ისინი მილიონერის და მისი მოხუცი დედის გაძარცვას გეგმავდნენ. ამ მიზნით, ლინდა რიკარდმა ანდერძი გააყალბა, რომ დედა-შვილის სიკვდილის შემდეგ ჯოის 3 მილიონ ფუნტად შეფასებული მამულის ნახევარი და სუთერანის 3,5 მილიონ ფუნტად შეფასებული ქონების მესამედი მიეღოთ.

ჯოი 2012 წელს, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა, დედის გარდაცვალებიდან 18 თვის შემდეგ კი 59 წლის სუთერანსაც იგივე ბედი ეწია. გამოძიების ვერსიით, ლინდამ ის საწოლზე მიაჯაჭვა და აშიმშილებდა. საქმეში მოიპოვება თვითმხილველების ჩვენებები, სადაც წერია, რომ სუთერანი მთლიანად დამოკიდებული იყო ლინდა რიკარდზე. მას სრულფასოვანი კვების, ტელევიზორის ყურების ან წიგნის კითხვის საშუალებას არ აძლევდნენ და თეთრეულს თვეების განმავლობაში არ უცვლიდნენ. 2014 წლის მარტამდე სუთერანმა  57 კილოგრამი დაიკლო და ფილტვების ინფექციით გარდაიცვალა, რომელიც შიმშილის ფონზე განვითარდა.

ლინდა რიკარდმა ანდერძის გაყალბება აღიარა, მაგრამ სუთერანის მკვლელობა უარყო. ცოლ-ქმარს ბრალი მკვლელობაში და მთელ რიგ სხვა დანაშაულებებში ედებათ.

progressnews.press

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close