კრიმინალი

მეოთხე პრეზიდენტის ყოფილ სიძეს, მინდია გოგოჭურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ყოფილ სიძეს, მინდია გოგოჭურს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 

პროკურატურის ცნობით, ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ მინდია გოგოჭურის მიმართ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გაიზიარა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებაში, ძალადობაში, პოლიციის თანამშრომლების მიმართ წინააღმდეგობის გაწევაში და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული მინდია გოგოჭური დამნაშავედ სცნო.

„2020 წლის 18 ივლისს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, შეკვეთილის დასახლებაში მდებარე სასტუმრო „პარაგრაფში“ მ.გ.-ს შელაპარაკება მოუვიდა გ.ბ.-სთან, რა დროსაც განაწყენებულმა მ.გ.-მ ცეცხლსასროლი იარაღით, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ფიზიკური ძალადობა განახორციელა გ.ბ.-ს მიმართ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, სამართალდამცველებმა მინდია გოგოჭური 2020 წლის 19 ივლისს ბათუმში დააკავეს. დაკავებისას მან წინააღმდეგობა გაუწია შსს -ს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს, რა დროსაც ერთ-ერთ მათგანს სახის არეში დაზიანება მიაყენა.

პირადი ჩხრეკისას ამოიღეს MAKAPOB-ის მოდელის 9მმ კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი და ხუთი ვაზნა, ასევე დიდი ოდენობით – 0,648 გ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი.

radiotavisupleba.ge

p. s. შეგახსენებთ, რომ მინ­დია გო­გო­ჭუ­რი ყოფილი პირველი ლედის, მაკა ჩი­ჩუ­ას ქა­ლიშ­ვი­ლის, მაშო ჩი­ჩუ­ას მეუღლე იყო. 2020 წელს „პარაგრაფში“ მოხმდარი ამბის დროს ისინი უკვე დაშორებულები იყვნენ.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close