ქართველები უცხოეთშისაბერძნეთი

საქართველოს საკონსულო ქალაქ ათენში ემიგრანტებისთვის საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს საკონსულო ქალაქ ათენში თავის ფეისბუქგვერდზე საყურადღებო ინფორმაციას ავრცელებს საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებსაც საკონსულოსგან სხვადასხვა სახის ცნობის მიღება სურთ.

„მოქალაქეები ძირითადად მოგვმართავენ შემდეგი სახის ცნობების მისაღებად: ოჯახური მდგომარეობის ცნობა; პიროვნების იგივეობის ცნობა; გაცემული პასპორტების შესახებ ცნობა, ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობა.

პირველ რიგში გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ ცნობის მისაღებად თქვენ არ გჭირდებათ საკონსულოში წინასწარ ვიზიტის ჩანიშვნა!

ცნობის მისაღებად საჭირო დოკუმენტები შეგიძლიათ გამოატანოთ კურიერს ან დატოვოთ საკონსულოს შესასვლელ კარზე არსებულ საფოსტო ყუთში. ცნობა დამზადდება 10 სამუშაო დღის განმავლობაში, რის შემდეგაც შეგიძლიათ პირადად ან კურიერის მეშვეობით გაიტანოთ ორშაბათიდან ხუთშაბათის ჩათვლით 10:00დან 13:00 საათამდე.

ოჯახური მდგომარეობის შესახებ ცნობისთვის საჭირო დოკუმენტებია:

• შევსებული განცხადება,

• თქვენი პასპორტის ასლი,

• გადახდილი ქვითარი ალფა ბანკიდან (საფასური 24 ევრო),

• თქვენი დაბადების მოწმობის ასლი (თუკი ცნობა ამკისთვის გჭირდებათ),

• ქორწინების/განქორწინების მოწმობის ასლი,

• შვილის/შვილების დაბადების მოწმობების ასლები ასეთის არსებობის შემთხვევაში.

თუ თქვენი ქორწინების მოწმობა ან შვილების დაბადების მოწმობები ბერძნულია, უნდა იყოს აპოსტილით დამოწმებული და ქართულ ენაზე თარგმნილი.

პიროვნების იგივეობის ცნობისთვის საჭირო დოკუმენტებია:

• შევსებული განცხადება,

• თქვენი ძველი და ახალი პასპორტების ასლები,

• გადახდილი ქვითარი ალფა ბანკიდან(საფასური 24 ევრო).

გაცემული პასპორტების შესახებ ცნობისთვის საჭირო დოკუმენტებია:

• შევსებული განცხადება,

• თქვენი პასპორტის ასლი,

• გადახდილი ქვითარი ალფა ბანკიდან (საფასური 24 ევრო).

ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არ არსებობის შესახებ ცნობისთვის საჭირო დოკუმენტებია:

• შევსებული განცხადება,

• შევსებული ანკეტა,

• თქვენი პასპორტის ასლი,

• გადახდილი ქვითარი ალფა ბანკიდან (საფასური 18,71 ევრო),

• განქორწინების მოწმობა,

• ქორწინების გარეშე დაბადებული შვილის/შვილების დაბადების მოწმობების ასლები ასეთის არსებობის შემთხვევაში.

ცნობებთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ, მოგვწეროთ პირადი მიმოწერით“.

აქვე სურათების სახით შეგიძლიათ იხილოთ და ჩამოტვირთოთ შესაბამისი ცნობების განაცხადების ფორმები და საფასურები.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close