საზოგადოება

ამ „ვარსკვლავური წყვილის“ დაშორების მიზეზი 11 წლის შემდეგ გაირკვა (ვიდეო)

ია ფარულავას გადაცემაში „ფარული კონვერტი“ მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა კონვერტი გახსნა და მეუღლის – მსახიობ ბესო ზანგურის მიერ მის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ საჯაროდ პირველად ისაუბრა.

ნინუცა მაყაშვილმა ძალიან მძიმე მომენტები გაიხსენა, მათ შორის, ისიც, თუ როგორ სცემა ქმარმა ფეხმძიმობისას ოჯახის წევრების თანდასწრებით.

„ხშირად ხდებოდა. მიზეზი შეიძლება ყოფილიყო თუნდაც ის, რომ შევჭამდი, თეფში და ჩანგალი თავის დროზე არ გამერეცხა. როდესაც შუქნიშანთან მანქანით ვიყავით გაჩერებულები და მოწყენილი ვყოფილიყავი, რომ მე ვარ უჟმური და ა. შ.“

„მიზეზი შეიძლებოდა ყოფილიყო ქუჩაში დანახული ბიჭი. მერე მივხვდი, რომ ძაან ბევრი კომპლექსი აქვს და ამ თავისი კომპლექსების კომპენსირებას ცდილობდა ჩემთან. ძალიან მარტივია სუსტი დაჩაგრო… ძალიან მარტივია, ხელი დაატყდა იმას, ვინც ხელს არ შემოგიბრუნებს“.

„[ვპატიობდი, იმიტომ რომ] მეშინოდა. იყო რიგი მუქარები, რომ ჩემი ოჯახის წევრებს დაემუქრებოდა და მათ ვერაფერს ვუყვებოდი. ყველა ელოდებოდა, რომ ვიტყოდი, მიშველეთ-მეთქი, მაგრამ ვერ ვამბობდი. საბოლოოდ, ვთქვი“.

„ბოლო წვეთი – გასტროლებზე იყო წასული და რომ ჩამოვიდა, ღამის 4 საათზე ბავშვთან ერთად ბებიაჩემთან ვიყავი ჩასული. მომაკითხა, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვე, დავრჩები ბებიაჩემთან-მეთქი, არაო. მე და ბებიაჩემი 4 საათამდე ვისხედით და ველოდებოდით. ბავშვი გავაღვიძე და სახლში წავედით. რომ დაიწყო ღამის 4 საათზე, დილის 8 საათამდე არ გაჩერდა“.

„ერთადერთი, რომ მივხვდი, რომ ჩემი შვილი იქიდან უნდა წამომეყვანა, ზუსტად მქონდა 10-15 წუთი დრო. 6 ჩანთა ბავშვიანად მოვიკიდე და მე-10 სართულიდან ფეხით ჩამოვედი, ტელეფონი არ მქონდა, გამოვიძახე ტაქსი მეზობლის დახმარებით… სადარბაზოდან გასვლის მომენტი ძაან ცუდად მახსოვს, შეიძლებოდა გზაში შემფეთებოდა… ტაქსის მძღოლს ვთხოვე, კარი გამიღე-მეთქი და ბავშვიანად და ჩანთებიანად მანქანაში შევწექი და ვუთხარი, დროზე წადი-მეთქი – სადაც ვცხოვრობ ახლა. სახლში რომ მივედი, რეკვა დაიწყო, ამაკანკალა. მოვიდა მერე, მაგრამ მერე უკვე დედაჩემი მედგა გვერდით… ახლა მე ჩემი თავის იმედი მაქვს უკვე, მაშინ არ მქონდა“, – იხსენებს ნინუცა მაყაშვილი.

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close