საქართველო

საქართველომ 100 000 დოზა ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინა მიიღო – ყველაფერი, რაც ამ ვაქცინის შესახებ უნდა იცოდეთ

საქართველოში 100 000 დოზა ჩინური წარმოების, „სინოფარმის“ ვაქცინა ჩამოვიდა. ვაქცინები სპეცრეისით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 3 აპრილს ჩამოიტანეს. 

„სინოფარმი“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაციის მინიჭების მოლოდინშია და პროცესი, სავარაუდოდ, აპრილის შუა რიცხვებისთვის დასრულდება.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ქვეყანაში „სინოფარმით“ იმუნიზაციის პროცესი მას შემდეგ დაიწყება, რაც ვაქცინა ჯანმოს ავტორიზაციას მიიღებს. მათივე ინფორმაციით, „სინოფარმით“ აცრის საშუალება ამ ეტაპზე 55 წელს ზემოთ მყოფ პირებს და სამედიცინო პერსონალს ექნებათ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას თქმით, ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინას ათეულობით ქვეყანა უკვე იყენებს და 40 მილიონზე მეტი ადამიანია ვაქცინირებული.

Sinopharm-ის ვაქცინის გამოსაცდელი მესამე ფაზა 10 ქვეყანაში მიმდინარეობდა

Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინა ინაქტივირებულ (მკვდარ) კორონავირუსზე არის დაფუძნებული. აღნიშნულმა ფარმაცევტუიმა კომპანიამ ეს პრეპარატი უჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტსა და ბიოლოგიური პროდუქტების ინსტიტუტთან თანამშრომლობით შეიმუშავა. ვირუსის ინაქტივაცია ვაქცინის შექმნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი  და საიმედო გზაა. სწორედ ამ ტექნოლოგიით არის შექმნილი დიფტერიის, B ჰეპატიტის, პოლიომიელიტის, ყივანახველისა და ტეტანუსის წინააღმდეგ ასაცრელი პრეპარატები. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ამ ვაქცინის გამოსაცდელი III ფაზა მსოფლიოს ათ ქვეყანაში ჩატარდა. მათ შორის არის: არაბთა გაერთიანებული საამიროები, ბაჰრეინი, პერუ, სერბეთი, მაროკო, არგენტინა, იორდანია და პაკისტანი. გამოსაცდელი პერიოდის დასრულებული შემდეგ არაბთა გაერთიანებული საამიროების შესაბამისი უწყებების განცხადებით, Sinopharm-ის ვაქცინის ეფექტიანობამ 86% შეადგინა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის სახით ადამიანის ორგანიზმში „მოკლული“ კორონავირუსის ნაწილაკები შეჰყავთ. ეს მასალა ლაბორატორიაშია გამოყვანილი და ის ორგანიზმის იმუნურ რეაქციას იწვევს. მნიშვნელოვანია და აუცილებელი გვახსოვდეს, რომ ამ პრეპარატს ადამიანის COVID-19-ით ინფიცირება არ შეუძლია. როგორც წესი, აცრის კურსი ორი დოზისგან შედგება და პრეპარატი კუნთქვეშ 21 დღის ინტერვალით შეჰყავთ. ამავდროულად, ვაქცინა ინახება ჩვეულებრივ მაცივარში 4-8° C ტემპერატურაზე.

რა გვერდითი ეფექტები ახასიათებს ამ ვაქცინას?

როგორც ნებისმიერ პრეპარატს, Sinopharm-ის მიერ წარმოებულ ვაქცინასაც შეიძლება გვერდითი ეფექტი ჰქონდეს. უკუჩვენებების ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება:
–    ინიექციის ადგილზე ტკივილი და შეშუპება;
–    მსუბუქი ცხელება;
–    ალერგიული რეაქცია.
აღსანიშნავია, რომ ალერგიული რეაქციის სიხშირის მაჩვენებელმა 1 მილიონ ადამიანზე დაახლოებით 2 შემთხვევა შეადგინა. თუმცა 2020 წლის დეკემბერში Sinopharm-ის ვაქცინის გამოსაცდელი პროცესი, „სერიოზული გვერდითი ეფექტების“ გამოვლენის გამო შეჩერდა.

ამავდროულად, 2021 წლის იანვარში ფილიპინების მთავრობამ ამ ვაქცინის უსაფრთხოების შესახებ გამართულ დისკუსიაზე კომენტარი გააკეთა. საქმე ეხებოდა იმ უცხოურ რეპორტაჟებს, რომლებშიც  Sinopharm-ის ვაქცინის 73 გვერდითი მოვლენა იყო ჩამოთვლილი, მათ შორის მხედველობისა და გემოს დაკარგვა, მაღალი არტერიული წნევა. „ამერიკის სურსათისა და წამლის ადმინისტრაცია განიხილავს და შეაფასებს ყველა დოკუმენტს, 73 უკუჩვენების შემცველი ანგარიშის ჩათვლით. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ვაქცინა უსაფრთხო არ არის, ის გადაუდებელ სიტუაციაში მიღების ნებართვას ვერ მიიღებს“, – განაცხადა ქვეყნის ხელისუფლებამ.

იყენებენ თუ არა Sinopharm-ის მიერ წარმოებულ ვაქცინას ევროპაში?

უნგრეთი იყო ევროკავშირის პირველი ქვეყანა, რომელმაც Sinopharm-ის ვაქცინის მიღების შესახებ თანხმობა განაცხადა. 2021 წლის 16 თებერვალს უნგრეთმა ამ პრეპარატის 550 ათასი დოზა მიიღო, მომდევნო ოთხი თვის განმავლობაში კი ქვეყანა დამატებით Sinopharm-ის მიერ წარმოებული ვაქცინის კიდევ 5 მილიონ დოზას ელოდება.

imedinews.ge

კომენტარები

Tags

Related Articles

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

Back to top button
გაზიარება
Close